..., ჰე თუმცა არცა იგი ეშმაკ ქმნილ იყო. აწ უკუე მისი მტერობა კმა არს. მას ვემტერებოდით, მას ვჰბრძოდით და ნუ ურთიერთას დავიჭამებით, ვითარცა ნავღელცემულნი. არარაჲ არს უძჳრეს და უმწარეს მტერობისა, არცა არს რაჲ უტკბილეს და უსაწადელეს სიყუარულისა.
ისმინე წერილისაჲცა, რასა იტყჳს: „გზანი ძჳრისმოჴსენეთანი სიკუდილდ“; „კაცი კაცისთჳს იმარხავნ ძჳრსა და ღმრთისა მიერ ეძიებნ წყალობასა. ვითარმცა ეგებოდა ესე?“ ესე სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს.
რად აჴსენებ, კაცო, ძჳრსა ძმისათჳს? უკუეთუ შიში და სიყუარული ღმრთისაჲ გაქუნდეს, ძჳრსა ვერვინ გაჩუენებს, რამეთუ კაცი ღმრთისმოყუარე არა შეჰრაცხავს ყოვლადვე ძჳრსა მოყუსისასა. უკუეთუ ვინმე უკე-თურმან დააჭირვოს საფასე, ვითარმცა შეწუხნა იგი, რომელსა არარად შეურაცხიან საფასენი?
უკუეთუ მეუღლეცა და შვილნი მოუკლნეს, ვითარმცა იჴსენა ძჳრი, რომელსა უსწავიეს არაშეწუხებაჲ შესუენებულთათჳს სასოებითა მით აღდგომისაჲთა?
უკუეთუ აგინოს და შეურაცხ-ყოს, ოდესმცა ელმოდა, რომელსა უსწავიეს, ვითარმედ საწუთროჲ ესე ვითარცა „ყუავილი თივისაჲ“ ; შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უს...