...ეკლ 4:12). რადგან აქ სიამესაც და ძალასაც აჩვენებს და ცხადყოფს, რომ მშვიდად ყოფნისას დიდი იქნება სიამე, ხოლო მოქმედებისას დიდი იქნება ძალა.
და კვლავ: „ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი“ (). და ქრისტეც ამბობს: „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (). ამ ერთობას თვით ბუნებაც მოითხოვს. ამიტომაც დასაბამიდან, როცა ღმერთი ადამიანს ქმნიდა, ამბობდა: „არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა“ (); და როცა ამ ცოცხალ არსებას ქმნიდა — ქალს ვგულისხმობ — საჭიროების ძალით იგი მამაკაცს შეუერთა და ამგვარად უამრავი გზით გვკრებს ერთმანეთისკენ. „და ცხორებაჲ უკუნისამდე“ (). ეს კარგად დაურთო. რადგან სადაც სიყვარულია,...