მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 4:7

6. ნუცა დაუტეობ მას და შეგეწიოს შენ; ეტრფიალე მას და დაგიცვას შენ.7. დასაბამად სიგრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერებაჲ.8. გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რათა შეგიტკბოს შენ,
იგავთა თავი 4
7. დასაბამად სიგრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერებაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).:

...ით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“. და კუალად ძე მისი სოლომონ იტყოდა, ვითარმედ: ჯერ-არს გამოძიებაჲ სიბრძნისაჲ, ვითარცა საუნჯისაჲ. და უფალი ჰურიათა ეტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“. და არამცა ეთქუა, თუ: „გამოეძიებდით“, უკუეთუმცა მეყსა შინა და ერთითა ოდენ წარკითხვითა შესაძლებელ იყო მათი გულისხმის-ყოფაჲ. რამეთუ ცხადსა და წინაშე ყოველთა მდებარესა არავინ გამოეძიებს, არამედ დაფარულსა და რომელი მრავლითა ძიებითა იპოების. ამისთჳსცა საუნჯედ დაფარულად უწესს მათ, რაჲთა აღგუძრნეს ჩუენ მოსწრაფებით ძიებად მათდა.

ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენით, რაჲთა არა ლიტონად და გარეწარად ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, არამედ ფრიადითა ძიებითა. ხოლო უკუეთუ გამოუძიებელად ვინმე ისმენდეს და ყოველსა წერილისა სიტყუათაებრ ცხადთა გულისხმა-ჰყოფდეს, მრავალი რაჲ უჯეროჲ გულისხმა-ყოს ღმრთისათჳს, რამეთუ მრისხანედცა გულისხმაყოს იგი და ნივთიერად, და სხუანი მრავალნი ბოროტნი. უკუეთუ კულა ყოვლისა მის სიტყჳსა ძალსა მარადის სიღრმეთა შინა დაფარულს...

სრულად ნახვა