📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).
სახელთა და სიტყუათა, რომელნი წერილთა შინა არიან, არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა გარეწარად და ლიტონად ვისმენდეთ, არამედ ფრიადითა გულისხმის-ყოფითა. ამისთჳსცა ნეტარი დავით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“.1 და კუალად ძე მისი სოლომონ იტყოდა, ვითარმედ: ჯერ-არს გამოძიებაჲ სიბრძნისაჲ, ვითარცა საუნჯისაჲ.2 და უფალი ჰურიათა ეტყოდა, ვითარმედ: „გამოეძიებდით წერილთა“.3 და არამცა ეთქუა, თუ: „გამოეძიებდით“, უკუეთუმცა მეყსა შინა და ერთითა ოდენ წარკითხვითა შესაძლებელ იყო მათი გულისხმის-ყოფაჲ. რამეთუ ცხადსა და წინაშე ყოველთა მდებარესა არავინ გამოეძიებს, არამედ დაფარულსა და რომელი მრავლითა ძიებითა იპოების. ამისთჳსცა საუნჯედ დაფარულად უწესს მათ, რაჲთა აღგუძრნეს ჩუენ მოსწრაფებით ძიებად მათდა.
ხოლო ესე სიტყუანი ამისთჳს ვთქუენით, რაჲთა არა ლიტონად და გარეწარად ვისმენდეთ სიტყუათა წერილისათა, არამედ ფრიადითა ძიებითა. ხოლო უკუეთუ გამოუძიებელად ვინმე ისმენდეს და ყოველსა წერილისა სიტყუათაებრ ცხადთა გულისხმა-ჰყოფდეს, მრავალი რაჲ უჯეროჲ გულისხმა-ყოს ღმრთისათჳს, რამეთუ მრისხანედცა გულისხმაყოს იგი და ნივთიერად, და სხუანი მრავალნი ბოროტნი. უკუეთუ კულა ყოვლისა მის სიტყჳსა ძალსა მარადის სიღრმეთა შინა დაფარულსა ეძიებდეს, ყოვლისა ესევითარისაგან განერეს. ვითარცა ესერა წერილი ესე, რომელ აწ აღმოვიკითხეთ, წიაღთა სახელ-სდებს ღმრთისათა, რომელიგი ნივთიერთა გუამთა საქმე არს, გარნა არავინ არს ესრეთ განცოფებულ, რომელმანმცა მოიგონა, თუ ჴორც ასხენ უჴორცოსა მას. არამედ რაჲთა ღირსებით გულისხმა-ჰყოთ სიტყუაჲ ესე, მოვედით და ზემოჲთვე ვთქუათ იგი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲ მოვიდა მახარებელი ამის სიტყჳსა მიმართ? რამეთუ გამოაჩინა სიმრავლე ნიჭთა ქრისტესთაჲ და ფრიადი იგი განყოფილებაჲ მათი და მოსეს მიერ მოცემულთაჲ და აწ იტყჳს მიზეზსა მას, თუ რომლისათჳს ქრისტესმიერნი იგი უზეშთაეს იყვნეს, და იტყჳს დიდებულებასა მას მისსა, რომლისა მიერ იქმნა უზეშთაესობაჲ იგი, და იტყჳს, ვითარმედ იგი მონაჲ იყო და ამისთჳს უმდაბლესთა საქმეთა მოქმედ
1 ფსალმ. 118,18. 2 შდრ. იგავ. 4,7. 3 იოან. 5,39.
იქმნა, ხოლო ქრისტე მეუფე იყო, ძე მეუფისაჲ, და ამისთჳს უზეშთაესნი საქმენი მომანიჭნა ჩუენ. რამეთუ მარადის მამისა თანა არს და ხედავს მამასა, და ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმა ძემან“.
ხოლო რაჲ ვთქუათ ჴმამაღლისა ესაიაჲსთჳს, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ვიხილე უფალი მჯდომარე საყდართა ზედა მაღალთა“?1 და იოვანე ეწამების მას და იტყჳს: „ესაია თქუა, იხილა რაჲ დიდებაჲ მისი, და იტყოდა მისთჳს“.2 ანუ ეზეკიელისთჳს რაჲ ვთქუათ, რამეთუ მანცა ქერობინთა ზედა მჯდომარე იხილა?3 ანუ დანიელისთჳს რაჲ გულისხმა-ვყოთ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ძუელი დღეთაჲ მჯდომარე იყო“?4 და კუალად მოსესთჳს რაჲ მოვიგონოთ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „მიჩუენე დიდებაჲ შენი“?5 ხოლო იაკობ წოდებაჲცა სახელისაჲ ამისგან მიიღო, რამეთუ ისრაჱლ ეწოდა, რომელ არს „მხილველი ღმრთისაჲ“,6 და სხუათაცა მრავალთა იხილეს იგი. ვითარ უკუე იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“? არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ იგი ყოველნივე განგებულებით ქმნილ იყვნეს, და არა თუ ბუნებითი არსებაჲ მისი უხილავს ვის, არამედ თითოსახენი ხილვანი იყვნეს განგებულებითნი.
რამეთუ უკუეთუმცა ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ ეხილვა მათ, არამცა თჳთოეულსა სხუად-სხუად სახედ ეწოდა, რამეთუ იგი ბუნებაჲ მარტივი არს, გამოუსახველი და შეურევნელი და შემოუწერელი, და არა ზის, არცა დგას, არცა ვალს, და რამეთუ ესე ყოველი გუამთა მათ ნივთიერთაჲ არს. ხოლო იგი ვითარ-მე არს? ვითარცა მან მხოლომან უწყის. და ამას მოასწავებს წინაჲსწარმეტყუელისა მის მიერ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ჩუენებანი განვამრავლენ და ჴელთა შინა წინაჲსწარმეტყუელთაჲსა მსგავსებაჲ მოვიღე“,7 ესე იგი არს, ვითარმედ: განგებულებით სხუად და სხუად ვეჩუენე და არა თუ ვითარცა ვარ, ეგრეთვე განვეცხადე. რამე-თუ ვინაჲთგან ეგულებოდა მხოლოდშობილსა ძესა მისსა ჭეშმარიტითა ჴორცითა გამოჩინებად, ამისთჳს ღირს-ყვნა წინაჲსწარმეტყუელნი ხილვად მისა თჳთოეული, ვითარცა შემძლებელ იყო; თუ არა, ვითარცა არს ღმერთი, არა თუ წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ არცა თუ ანგელოზთა და მთავარანგელოზთა უხილავს. არამედ უკუეთუ ჰკითხო მათ ბუნებისა მისისათჳს, არარაჲ გესმეს მისთჳს, გარნა ესე, ვითარმედ: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“.8
და უკუეთუ ქერობინთაგან ანუ სერაბინთა ინებო ცნობად, კუალად წმიდა არსისა იგი საიდუმლოჲ გესმეს, ვითარმედ: „სავსე არიან ცანი
1 ესაია 6,1. 2 იოან. 12,41. 3 შდრ. ეზეკ. 10,18-20. 4 დან. 7,9. 5 გამ. 33,18. 6 შდრ. დაბ. 32, 28-31. 7 ოსე 12,11. 8 ლუკ. 2,14.
და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“,1 და უკუეთუ უზეშთაესთარე ძალთა ჰკითხო, ყოველთა მიერ ქებაჲ ოდენ გესმეს მისი, რამეთუ იგი არს საქმე მათი. ხოლო ხილვად მისა ვერ ძალ-უც, გარნა ძჱ და სული წმიდაჲ ჰხედვენ მას, რამეთუ ყოველმანვე ბუნებამან დაბადებულთამან ვერ უძლოს ხილვად დაუბადებელისა მის; რამეთუ უკუეთუ უჴორცოთა ბუნებასა, რომელნი დაბადებულნივე არიან, ვერ შემძლებელ ვართ ხილვად განცხადებულად, და ესე მრავალგზის გამოჩინებულ არს ანგელოზთა მიერ, მაშა უჴორცოჲ იგი დაუბადებელი ბუნებაჲ ვითარმცა ვინ იხილა? ამისთჳსცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი არავინ იხილა, ვერცა ხილვად შემძლებელ არს“.2 გარნა რასა იტყჳთ, ნუუკუე მამასა ოდენ აქუსა ესე და ძესა არა? ისმინე მისივე პავლესი, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“.3 ხოლო უხილავისა ხატი უხილავივე არს, თუ არა, ვითარ იყოს ჭეშმარიტად ხატ მისა? ამისთჳსცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელი-იგი გამოჩნდა ჴორცითა“,4 რამეთუ გამოჩინებაჲ იგი ჴორცთაჲ იყო და არა ბუნებისა მის ღმრთეებისაჲ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა კაცთა მიერ ოდენ უხილავ არს, არამედ ანგელოზთა მიერცა, ამისთჳს დიდმან პავლე თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა“, და მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „ეჩუენა ანგელოზთა“.5 ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ანგელოზთაცა მაშინ ეჩუენა, რაჟამს ჴორცნი შეიმოსნა. ხოლო ამისა პირველ ვერ ჰხედვიდეს მას, რამეთუ მათდაცა უხილავ იყო ბუნებაჲ იგი.
უკუეთუ კულა იტყოდის ვინმე: და ვითარ იტყჳს უფალი: „ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთსაცა ამათ მცირეთაგანსა. გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ანგელოზნი მათნი მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსსა“.6 არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? პირი ადგსა ღმერთსა და ცათა შინა შემოწერილ არსა? გარნა ვინმცა იყო ესრეთ განცოფებულ, რომელმანცა ესე მოიგონა? გარნა რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რამეთუ ვითარცა-იგი რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“,7 გონებითსა მას ხილვასა იტყჳს, რომელი შესაძლებელ არს ჩუენ მიერ, და გულისხმის-ყოფასა მას ღმრთისასა, ეგრეთვე უკუე ანგელოზთათჳს გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ სიწმიდისათჳს და მღჳძარებისა ბუნებათა მათთაჲსა მარადის ჰხედვენ ბუნებითა ღმერთსა ძალისაებრ მათისა, და არა თუ ვითარცა არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, ეგრეთ იხილვენ. ამისთჳსცა ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „არავინ უწყის მამაჲ, გარნა ძემან“.8 რაჲ არს უკუე, ყოველნი უმეცარ მისა ვართა? ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ არავინ იცის იგი, ვითარ ძემან, რამეთუ ვითარცა
1 ესაია 6,3. 2 1 ტიმ. 6,16. 3 კოლ. 1,15. 4 1 ტიმ. 3,16. 5 1 ტიმ. 3,16. 6 მათ. 18,10. 7 მათ. 5,8. 8 მათ. 11,27.
იხილეს იგი მრავალთა ძალისაებრ მათისა, ხოლო არსებაჲ იგი ბუნებისა ღმრთისაჲ არავის უხილავს, ეგრეთვე ვიცით მრავალთა ღმერთი, ხოლო არსებაჲ მისი თუ რაჲ არს, არავინ უწყის, გარნა მხოლომან, რომელი იშვა მისგან. რამეთუ ცნობად აქა ჭეშმარიტსა ხილვასა და მეცნიერებასა იტყჳს, ვითარ-იგი აქუს მამასა ძისათჳს, რამეთუ იტყჳს: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“.1 ამისთჳსცა იხილე, მახარებელი ვითარითა ძალითა იტყჳს. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი არასადა ვინ იხილა“, არა თქუა, თუ: ძემან იხილა და მან გამოთქუა, არამედ: „რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუაო“. რამეთუ ხილვისა წიაღთა შინა ჯდომაჲ ფრიად უზეშთაეს არს, რამეთუ რომელი კიდეთა ჰხედვიდეს, თუმცა ყოველსავე გულისხმა-ჰყოფდა, რაჲთ შეუძლებელ არს? ხოლო რომელი წიაღთა შინა იყოს, ყოველივე უწყის მან კეთილად. და რაჲთა არა სთქუა, ვითარმედ: დაღაცათუ ყოველთასა უმეტესად უწყის, არამედ ვითარ არს ესრეთ, არა იცის, ამისთჳს თქუა მახარებელმან, ვი-თარმედ: „წიაღთა შინა მჯდომარე არს“, და თავადმან ქრისტე თქუა, ვი-თარმედ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი იგი“.
ჰკითხე უკუე წინააღმდგომსა მას, ვითარმედ: იცის მამამან ძე? და უკუეთუ სრულიად არა განცოფებულ იყოს იგი, თქუას მან, ვითარმედ: იცის იგი კეთილად და ვითარცა არს. და მერმე ამის სიტყჳსაგან დაუმტკიცე მას, ვითარმედ ძემანცა სამე კეთილად უწყის იგი და ესრეთ, ვი-თარცა არსო, რამეთუ მან თავადმან თქუა: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ იხილა, გარნა რომელი-იგი არს ღმრთისაგან“. და ამისთჳს, ვითარცა ვთქუ, მახარებელიცა წიაღთა აჴსენებს და ყოველსავე ამით ერთითა სიტყჳთა გამოაჩინებს, ვითარმედ ფრიადი არს თჳსებისა მის მხოლოდშობილებაჲ, და ვითარმედ უცვალებელ არს მეცნიერებაჲ მამისა და ძისაჲ, და სწორ არს ჴელმწიფებაჲ მათი, რამეთუ უკუეთუმცა არა ესრეთ იყო, არამცა იყო იგი წიაღთა შინა მისთა, რომელ-ესე საქმჱ არს ძისა საყუარელისაჲ და თანასწორისაჲ. და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ იცის იგი სრულებით და სწორი არს მისი და თანამზრახველი.
გნებავსა, რაჲთა დაუსაბამოებაჲცა და დაუსრულებელობაჲ გულისხმა-ჰყო? ისმინე, რასა იტყჳს მოსე მამისათჳს, რამეთუ ჰკითხა რაჲ, ვი-თარმედ: „უკუეთუ მკითხონ ებრაელთა, თუ ვინ მოგავლინა, რაჲ მიუგო? ჰრქუა მას ღმერთმან: თქუ: რომელი-იგი არს, მან მომავლინა მე“.2 ხოლო თუ რაჲ არს ესე სიტყუაჲ, სამარადისოჲსა მის ყოფისა მომასწავებელ არს, დაუსაბამოდ ყოფისა და ჭეშმარიტად ყოფისა, და ამასვე მოასწავებს პირველითგან ყოფაჲ იგი, რამეთუ სამარადისოჲსა ყოფისა მომასწავე-
1 იოან. 10,15. 2 შდრ. გამ. 3,13-14.
ბელი არს. და ამასვე სიტყუასა აქა იჴმარებს იოვანე, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ დაუსაბამოდ და დაუსრულებელად წიაღთა შინა მამისათა არს ძე, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რაჲთა არა ჰგონებდე უძლურებისათჳს შენისა, თუ ერთი ვინმე არს იგი მადლითა შვილ ღმრთისა ქმნულ-თაგანი, ამისთჳს ისმინე ყოველთაგან განყოფილი ესე სახელი მხოლოდ-შობილობისაჲ. უკუეთუ კულა ამასცა ზედა უგულისხმოვე ხარ, მოვიღო შორის კაცობრივიცა სიტყუაჲ თქუმად ღმრთისათჳს, ვითარ-იგი არს „წიაღთა შინა მამისათა“, რაჲთა ოდენ განგათავისუფლო უგულისხმოებისაგან და მდაბალთა საქმეთა მოგონებისა.
იხილეა კაცთმოყუარებაჲ და სახიერებაჲ მეუფისაჲ? რამეთუ უღირსთა სახელთა დაიდებს თავსა ზედა თჳსსა, რაჲთა ოდენ შენ აღიხილნე თუალნი და მაღლით გულისხმის-ყოფაჲ მოიღო, და შენ ჯერეთ ქუედადრეკილ ხარ? მითხარღა, რაჲსათჳს ჴსენებულ არს ამას ადგილსა წიაღთა ზრქელი ესე და ჴორციელი სახელი? რაჲთამცა ჴორციელად გულისხმა-ვყავთა ღმერთი? ნუ იყოფინ! ესე რაჲსათჳს უკუე თქუმულ არს? რაჲთამცა რაჲ გულისხმა-ვყავთ? არა საცნაურ არსა, ვითარმედ სხჳსა არარაჲსათჳს, არამედ რაჲთამცა სწორებაჲ იგი და დაუსაბამოობაჲ ძისაჲ მამისა თანა გულისხმა-ვყავთ? „მან გამოთქუაო“. რაჲ გამოთქუა? გარნა ესე, ვითარმედ: „ღმერთი არასადა ვინ იხილა“? და ვითარმედ: „ერთ არს ღმერთი“? არამედ ესე სხუათაცა წინაჲსწარმეტყუელთა თქუეს, და მოსე ღაღადებს, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“,1 და ესაია იტყჳს: „პირველ ჩემსა არა ყოფილ არს ღმერთი, და შემდგომად ჩემსა არა არს“.2 რაჲ უკუე ვისწავეთ უმეტესი ძისაგან, რომელი-იგი არს წიაღთა შინა მამისათა? პირველად უკუეთუ თჳთ ესე სიტყუანი მისითავე ძალითა თქუმულ არიან, და კუალად ფრიად უმჯობესი და უზეშთაესი მოვიღეთ მის მიერ სწავლაჲ: ერთად, ვითარმედ „სულ არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა უჴმს თაყუანისცემაჲ“,3 და ვითარმედ ხილვაჲ ღმრთისაჲ შეუძლებელ არს, და არავინ იცის იგი, გარნა ძემან, და ვითარმედ მამაჲ არს ძისა მხოლოდშობილისაჲ, და სხუაჲ რაოდენი მისთჳს თქუა. ხოლო „გამოთქუმაჲ“ ცხადსა და ძლიერსა საქმესა მოასწავებს, რომელი-იგი არა თუ ჰურიათა ოდენ მიმართ, არამედ ყოვლისა სოფლისა მიმართ ქმნა და წარჰმართა. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთასა არცა ჰურიანი ისმენდეს ყოველნივე, ხოლო მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ ყოველმან სოფელმან ისმინა და ჰრწმენა. „გამოთქუმაჲ“ უკუე ამას ადგილსა განცხადებულსა მას და მტკიცესა სწავლასა მოასწავებს. ამისთჳსცა „სიტყუა“4 ეწოდების მას და „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“.5 ვინაჲთგან უკუე ესოდენი პატივი მოგჳ-
1 2 სჯ. 6,4; მარკ. 12,29. 2 ესაია 43,10. 3 იოან. 4,24. 4 იოან. 1,1. 5 ესაია 9,6.
ღებიეს და უსრულესი სწავლაჲ, რამეთუ არა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, არამედ თავადისა მიერ ძისა გუეზრახა ჩუენ ღმერთი, ამისთჳს თანაგუაც, რაჲთა ფრიად უზეშთაესი და ღირსი პატივისაჲ მის მოქალაქობაჲ ვაჩუენოთ; რამეთუ ბოროტ არს, უკუეთუ იგი თავადი ესოდენ დამდაბლდა, რომელ არღარა მონათა მიერ, არამედ თავისა მიერ თჳსისა გუეტყოდა ჩუენ, ხოლო ჩუენ არღარაჲ ვაჩუენოთ პირველისა მის უმაღლესი ცხორებაჲ, რამეთუ პირველთა მათ მოსე აქუნდა მოძღურად, ხოლო ჩუენ - მეუფჱ იგი მოსესი.
სწავლაჲ იე სიყუარულისათჳს
ღირსი უკუე ესევითარისა მის პატივისაჲ მოქალაქობაჲ ვაჩუენოთ და ნუმცა რაჲ გუაქუს ზიარებაჲ ქუეყანისა თანა, რამეთუ ამისთჳს ზეცით მოგუართუა ჩუენ სწავლაჲ მოქალაქობისაჲ, რაჲთა მოძღურისა მის სწავლასა შეუდგეთ ძალისაებრ ჩუენისა. ხოლო მსგავსებაჲ ამისი ესრეთ იქმნების, რაჲთა არა თჳსთა თავთასა ვეძიებდეთ ყოლადვე, არამედ მოყუას-თასაცა, ვითარცა-იგი ქრისტემან ქმნა. და რაჟამს კაცი არა თჳსსა ეძიებდეს, არამედ მოყუსისასა, მაშინ ეძიებს თჳსსა, რამეთუ მოყუსისაჲ ყოველივე ჩუენი არს, ვინაჲთგან ერთ გუამ ვართ და ურთიერთას ასოებ. ნუმცა უკუე ვინ იტყჳს, თუ: იგი ვინმე არა არს მეგობარ ჩემდა, არცა ნათესავ; ვითარ მიყუარდეს იგი, ვითარცა ჩემნი იგი? რამეთუ გულისხმა-ყავ, დაღაცათუ არა მეგობარი არს და ნათესავი, არამედ კაცი არს შენისავე ბუნებისაჲ და მისვე მეუფისა მონაჲ, რომლისაჲცა შენ ხარ, და შენ თანა მკჳდრი, რამეთუ ყოველნი ერთსა სოფელსა შინა მკჳდრ ვართ. და ვინაჲთგან სარწმუნოებისა შენისა ზიარი არს, აჰა ესერა ასოჲცა არს შენი, რამეთუ რომელი მეგობრობაჲ იქმს ესეოდენსა თჳსებასა, ვითარ ერთობაჲ იგი სარწმუნოებისაჲ? და ამისთჳს არა ესრეთ თანაგუაც ურთიერთას სიყუარული, ვითარ ნათესავთა და მეგობართა, არამედ ვითარცა ასოსა უყუარნ ასოჲ, რამეთუ ამის საქმისა უმეტესი სახე სიყუარულისაჲ არარაჲ არს.
ვითარცა უკუე ვერ ძალ-გჳც თქუმად, თუ: ვინაჲ არს თჳსებაჲ ესე და მახლობელობაჲ, რომელი მაქუს თავისა ჩემისა მიმართ? - რამეთუ საცინელ არს სიტყუაჲ ესე, - ეგრეთვე არცა ძმისათჳს ჯერ-არს ამისი თქუმაჲ, რამეთუ ყოველნი ნათელღებულნი ერთ გუამ ვართ; ნუმცა უკუე უგულებელს-ვჰყოფთ ურთიერთას, რამეთუ არავინ თჳსი გუამი და ასონი უგულებელს-ყვნის, არამედ აფუფუნებნ და იღუწინ. ამისთჳს ერთი სახლი მოგუცა ღმერთმან - სოფელი ესე - და ყოველივე ზოგად განგჳყო: და ერთსა მზესა ყოველთა აღმოგჳბრწყინვებს, და ერთი სართული გარდაართხა ჩუენ ზედა - ცაჲ, და ერთი საყოფელი - ქუეყანაჲ, ერთი ტაბლაჲ ცხორებისაჲ - ტაბლაჲ იგი შესაწირავისაჲ, ერთი სახე შობისაჲ მოგუცა ყოველთა - წმიდაჲ ნათლის-ღებაჲ, და ერთ არს ყოველთა მამული - სასუფეველი, და ერთისა სასუმელისაგან ვსუამთ ყოველნი; არა თუ მდიდართა უმეტესად მიეცემის და გლახაკთა - უდარესად, არამედ ყოველთა სწორად უწოდა, ჴორციელი უკუე ყოველი სწორად განგჳყო და სულიერი - სწორად.
ვინაჲ არს უწესოებაჲ ესე? გარნა ანგაჰრებისაგან მდიდართაჲსა და ამპარტავანებისაგან მათისა. არამედ ნუღარა იყოფინ ესე, ძმანო, ნუცამცა განგუყოფენ ჴორციელნი ესე საქმენი, რომელნი სულიერად ერთ ვართ, რამეთუ ჴორციელი ყოველი აჩრდილი არს და აჩრდილისა უუძლურეს, არამედ საკრველი იგი სიყუარულისაჲ მტკიცედ დავიცვათ და ვერაჲ ვნებათაგანი შემოგჳჴდეს განყოფად ესევითარისა მის ერთობისაგან, რომლისა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.