მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 6:34

33. სალმობაჲ ხოლო და გინებაჲ დაითმინის, ხოლო ყუედრებაჲ მისი არა აღიჴოცოს უკუნისამდე,34. რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა.35. ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა.
იგავთა თავი 6
34. რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სარას მოტაცება და სიკვდილის შიში (20:2):

...კუთარი თვალებით უნდა ენახა, როგორ ჩაუვარდა თანამეცხედრე მეფეს ხელში. ეს კი რა აუტანელია, იციან ცოლიანებმა. ამიტომაც ბრძენმა თქვა: „რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა. ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა" (). მაგრამ ეს მძიმე და ყველა სხვისთვის აუტანელი გარემოება, შეხედე, როგორ დიდსულოვნად გაუძლო მართალმა სიკვდილის შიშის გამო. იგივე ხდება ხორციელ ტკივილებშიც. როცა ორი სენი ერთდროულად ეწევა ჩვენს სხეულს, ერთის გაძლიერება მეორეს დაშრეტს; ჩვენ მთლიანად უფრო ძლიერ ტკივილს ვეძლევით და ხშირად მეორეს საერთოდ ვერც ვგრძნობთ, რადგან უფრო ძლიერი ტკივილის შეგრძნება გვიტაცებს და არ გვაძლევს სუსტი სენის შეგრძნების საშუალებას. ზუსტად ასევე ეს მართალიც, სიკვდილის მუქარას რომ ხედავდა, ყოველივე დანარჩენს უფრო ასატანად მიიჩნევდა. თუმცა, საყვარელო, ამის მოსმენისას, ნუ დაადანაშაულებ მართალს სულმოკლეობაში იმისთვის, რომ სიკვდილის ეშინოდა. უკეთ, გაუკვირდეს, რა დიდი კაცთმოყვარეობა გამოგვიჩინა უფალმა იმით, რომ სიკვდილი, მაშინ თავად მართალთა და წმიდათათვისაც საშინელი, ქრისტემ ჩვენთვის საძაგელად აქცია, რომ იმავე სიკვდილს, რომლის ეშინოდათ სათნოებით გამორჩეულ მ...

სრულად ნახვა