...უწინდელ დროში მისთვის აღსრულდა უთვალავი განგებულება. და თვით მომავალი განკითხვაც მისდამი პატივის გამო იქნება.
ამიტომ იობიც ამბობს: „ანუ არა მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყავ და ესე შეიყვანე წინაშე სასჯელსა შენსა?“ (), როგორც სხვაგან ესვე ფსალმუნთმგალობელი ამბობს: „რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი“ ()? მისთვისვე კვლავ მოვა მხოლოდშობილი, უთვალავ სიკეთეთა მომნიჭებელი. რადგან ზოგი სიკეთე უკვე მისცა ნათლისღებით, საიდუმლოებებითა და სხვა საიდუმლოებრივი წინამძღვრობით, და ქვეყანა სხვა სასწაულებითაც აავსო; ზოგის მოცემას კი დაჰპირდა: ცათა სასუფეველს, საუკუნო ცხოვრებას, თავის მემკვიდრეებად ქცევას და მასთან ერთად თანამეფობისთვის მომზადებას. ამიტომ პავლეც ამბობდა: „უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ“ (). ამ ყოველივეს რომ განიხილავს წინასწარმეტყველი, სამართლიანად ადარებს პირუტყვებს იმათ, ვინც ასეთი დი...