.... სხვა თარგმანი: „დასასრულიდან“ ()3. ეს იობშიც ითქვა: „შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა“ (). და სოლომონიც ამბობს: „ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა?“ (). ეს კი ამას არ ამბობს, არამედ სხვა საკვირველებას. რომელს? იმას, რომ ჰაერი, თუმცა უფრო სქელია, ზევით მიემართება და ატარებს, ხოლო მძიმე წყალი მაღლა ადის, საპირისპირო გზით მიმავალი.
საკვირველია თვით ისიც, რომ წყალი მასში იკავება, მაგრამ ბევრად უფრო საკვირველია, რომ შეკავებული მსუბუქზე არის ტარებული; და კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ რაც იმ ჰაერის მიერ იკავება, როცა ღრუბლიდან გადმოიღვრება, შემდგომ ჰაერში აღარ ჩერდება და აღარ იკავება, არამედ ყოველმხრივ იღვრება და მიწისკენ მიემართება....