...მაგრამ ეს სიმდიდრის გამო კი არ ხდება, არამედ საკუთარი უგუნურების გამო. ამის მოწმე კვლავ იგივე კაცია: ასეთ დიდ სიმდიდრეში მყოფმა არა მხოლოდ სხვისი არ იტაცა, არამედ თავისასაც გასცემდა და უცხოებისთვის ნავსაყუდელს ამზადებდა, როცა ასე ამბობდა: „ჩემი სახლი ყოველი მოსული უცხოსთვის ღია იყო“ ().4 აბრაამსაც, რომელსაც ასეთი სიმდიდრე ჰქონდა, გამვლელებისთვის ყველაფერი ეხარჯებოდა; და სიმდიდრემ არც აბრაამი და არც იობი ანგარებისმოყვარედ არ აქცია, ისევე როგორც სიღარიბემ არც იობი და არც ლაზარე არ აქცია მგმობლად. პირიქით, ორივენი ასე გაბრწყინდნენ მაშინაც, როცა აუცილებელი საზრდოც კი არ ჰქონდათ: იობმა მიიღო მოწმობა ღმერთისაგან, რომელმაც დაფარულიც ცხადად იცის, ხოლო ლაზარე ანგელოზთა წინამძღოლობით აქედან ისე იქნა წაყვანილი, რომ პატრიარქთან თანაკარველი გახდა და იმავე სიკეთეებით ტკბებოდა, რომლებითაც იგი.
მაშასადამე, ეს ყველაფერი საშუალო საგნებს ეკუთვნის: სიღარიბე და სიმდიდრე, ჯანმრთელობა და სნეულება, სიცოცხლე და სიკვდილი, დიდება და პატივი, მონობა და თავისუფლება და ყოვ...