...ურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა“** (), იგი ამბობს: „იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა“ (); ხოლო როცა ღმერთი გამოეცხადა, იობმა თქვა: „ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა“ (), მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი პაექრობაში იწვევდა და ეუბნებოდა: „ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი“ (). იუდეველებსაც ამას საყვედურობს, როცა ამბობს: „რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ?“ () და „მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო“ (). ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ უფრო მძიმე განაჩენი კი არ გამოიტანოს, არამედ საკუთარი ცოდვების გაცნობიერებამდე და აღიარებამდე მიიყვანოს ისინი და შემდეგ შენდობა მისცეს, რათა ასე დაინახონ მისი კეთილმოქმედების სიდიდე.
ამიტომაც ამბობს: „იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად“ (