მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისაჲ 40:2

1. მერმე მიუგო უფალმან იობს და ჰრქუა ღრუბლით გამო:2. ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი. მე გკითხვიდე და შენ მომიგებდე მე.3. ნუ განაგდებ სასჯელსა ჩემსა, ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად.
იობისაჲ თავი 40
2. ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი. მე გკითხვიდე და შენ მომიგებდე მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სასჯელში გამოვლენილი ღმრთის კაცთმოყვარეობა:

...ლმანცა ისმინა შორის ჩუენსა“** (); ხოლო როცა ღმერთი გამოეცხადა, იობმა თქვა: „ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა“ (), მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი პაექრობაში იწვევდა და ეუბნებოდა: „ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი“ (). იუდეველებსაც ამას საყვედურობს, როცა ამბობს: „რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ?“ () და „მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო“ (). ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ უფრო მძიმე განაჩენი კი არ გამოიტანოს, არამედ საკუთარი ცოდვების გაცნობიერებამდე და აღიარებამდე მიიყვანოს ისინი და შემდეგ შენდობა მისცეს, რათა ასე დაინახონ მისი კეთილმოქმედების სიდიდე.

ამიტომაც ამბობს: „იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად“ (); არა იმისთვის, რომ მსჯავრი დაგედოს, არამედ: „რაჲთა განმართლდე“ (). სწორ...

სრულად ნახვა