...ოდესაც შეძრწუნდა და ამბობდა: „კიდევ რატომ განვიკითხები შეგონებული და ვამხილებ უფალს?“ ()3, და კვლავ: „ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ“ (); „ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად“ (); „ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა“ (), ღმერთი ეუბნება მას: „ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი“ (), თითქოს იობისავე სიტყვებს ახსენებს და ამბობს: რადგან ჩემთან სამსჯავრო პაექრობა გსურდა, აჰა, მოვედი, რომ შენთან პაექრობა გავმართო. ხედავ ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, ხედავ უსაზღვრო სიკეთეს? სწორედ ამიტომ სამი ყრმაც ამასვე ამბობდა. „შევცოდეთ, ურჯულოებით მოვიქეცით, უსამართლობა ჩავიდინეთ“ ()...
4. ისმინე ჩემი, უფალო! რათა მეცა ვიტყოდე. მე გკითხო შენ და შენ მასწაო მე.5. ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ.6. ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად.
იობისაჲ თავი 42