მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობისა 42:8

7. შემდგომად სიტყჳსა მის უფლისა ყოველთა ამათ სიტყუათა იობის მიმართ ჰრქუა უფალმან ელიფას თემნელსა: სცოდე შენ და ორთა მათ მეგობართა შენთა, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა ჩემ წინაშე არცა ერთსა რას, ვითარ-იგი მსახური ჩემი იობ.8. ხოლო აწ მოიბთ შჳდი ზუარაკი და შჳდნი ვერძნი. და მივედით მსახურისა ჩემისა იობისა. და შეწიროს მსხუერპლი თქუენთჳს. ხოლო იობ, მსახურმან ჩემმან, ილოცოს თქუენთჳს, რამეთუ პირსა მისსა თუალსა ვაღებ, უკუეთუმცა არა მივხედე, წარ-მცა-გწყმიდე თქუენ, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა მსახურისა ჩემისა იობისათჳს.9. წარვიდა ელიფას თემანელი, და ბალდად სავაქელი, და სოფან მინეველი და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, და მიუტევა მათ ცოდვანი მათნი იობისთჳს,
იობისა თავი 42
8. ხოლო აწ მოიბთ შჳდი ზუარაკი და შჳდნი ვერძნი. და მივედით მსახურისა ჩემისა იობისა. და შეწიროს მსხუერპლი თქუენთჳს. ხოლო იობ, მსახურმან ჩემმან, ილოცოს თქუენთჳს, რამეთუ პირსა მისსა თუალსა ვაღებ, უკუეთუმცა არა მივხედე, წარ-მცა-გწყმიდე თქუენ, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა მსახურისა ჩემისა იობისათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ლოცვის ძალა და საკუთარი ღვაწლი:

...ა რაღა საჭიროა, — იტყვის ვინმე, — სხვისი ლოცვა, როცა მე თვითონ სათნოდ ვცხოვრობ?" ნურასოდეს იტყვი ამას, კაცო. საჭიროა, და ფრიადაც საჭიროა ლოცვა; მოისმინე, რას ამბობს ღმერთი იობის მეგობართა შესახებ: „იობ, მსახურმან ჩემმან, ილოცოს თქუენთჳს" (), და მოგეტევებათ ცოდვა6; რადგან შესცოდეს, მაგრამ დიდი ცოდვა არ ჩაუდენიათ.

მაგრამ თვით ამ მართალმა, რომელმაც მაშინ ლოცვით იხსნა თავისი მეგობრები, იმ ჟამს, როცა იუდეველები იღუპებოდნენ, ვეღარ შეძლო მათი ხსნა. და ამის შესატყობად მოისმინე, რას ამბობს ღმერთი წინასწარმეტყველის მიერ: „და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ, ... უკუეთუ ძენი მათნი, ანუ ასულნი ცხონდენ" (); რადგან ბოროტებამ გადაძალა; და კვლავ: „უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა" (). და იხილე, როგორ ეუბნება ამას ორ წინასწარმეტყ...

სრულად ნახვა