თარგმანი: ძმის მკლველ უწოდს მათ სახელითა კაენისითა, რამეთუ მათ მიერ განსწავლულთა მათ სულებსა მომკლველ ექმნებიან. ხოლო ბალაამს მიამსგავსებს, რამეთუ, ვითარ-იგი პეტრეცა და აწ იუდა ცხად ჰყოფენ კათოლიკეთა თჳსთა შინა, უნდა ბალამს, რაჲთა წყევითა ისრაელისაჲთა ფრიადნი საფასენი მოიხუნეს სასყიდლად ბალაკისაგან, და ამისთჳს წარვიდა წყევად, ხოლო უფალმან უნებლიეთ კურთხევაჲ აღმოათქუმია. ეგრეთვე ბოროტნი იგი სიმონიანნი და ნიკოლაელნი სასყიდლით ვაჭრობდეს მოძღურებისა მის თჳსისა საცთურსა. ხოლო კორეეთ ამას ზედა მოიხუამს სახედ, რამეთუ, ვითარ-იგი მათ თავით თჳსით ჴელყვეს მღდელობად თჳნიერ ბრძანებისა ღმრთისა, ეგრეთვე ესენი უჴდებოდეს მოციქულთა ქრისტესთა, ვითარ კორეეთნი აჰრონს.
იუდა 1:11
10. გარნა ესენი, რაოდენი არა იციან, ჰგმობენ და რავდენი ვითარცა პირუტყუთა ბუნებით იციან, მათ შინა განიხრწნებიან.11. ვაჲ მათდა, რამეთუ გზასა მას კაენისა ვლენან და საცთურსა მას ბალამის სასყიდლისასა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს.12. ესენი არიან, რომელნი სიყვარულთა მათ თქუენთა შებილწებულნი თანა-შეგცხრებიან და უშიშად თავთა თჳსთა ჰმწყსიან. ღრუბელნი ურწყულნი, ქარისაგან მიმოტაცებულნი, ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორ გზის მომწყდარნი, ძირითურთ მოფხურილნი,
იუდა თავი 1