თარგმანი: რაოდენ პატიოსან იყო წინაშე იუდაჲსსა მონებაჲ ქრისტესი, ეგოდენვე შეიმკვების ძმობითა იაკობისითა, რომელნი-ესე ზოგად სახელ-იდებოდეს ძმა უფლისა ძეობისათჳს იოსებისსა, რამეთუ ესენი ჴორციელად ბუნებით შვილ იყვნეს იოსებისსა, ხოლო უფალი სიტყჳთ ოდენ ითქუმოდა ვიეთგანმე მითხოვისა მისთჳს ქალწულისა. ესრეთ უკუე, რომელთა მიმართ მისწერს, სამართლად მოაჴსენებს იუდა, ვითარმედ მადლით განწმედილ არიან ღმრთისა მიერ მამისა, მოვლინებითა ძისაჲთა და ნიჭითა სულისა წმიდისაჲთა. ამისთჳს უჴმს, რაჲთა საქმით ღირს იქმნენ ჩინებისა მის, განმრავლებითა მათ შორის წყალობისა და მშჳდობისა და სიყუარულისაჲთა.
იუდა 1:2
1. იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ, ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა,2. წყალობაჲ თქუენ თანა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ.3. საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ, იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა.
იუდა თავი 1