მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:20

19. ესენი არიან, რომელნი განიშორებენ თავთა თჳსთა მშჳნვიერნი, რომელთა სულ არა აქუს.20. ხოლო თქუენ, საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა, სულითა წმიდითა ილოცევდით.21. თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა ცხორებად.
იუდა თავი 1
20. ხოლო თქუენ, საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა, სულითა წმიდითა ილოცევდით.
თავი გ̂. განკრძალვისათჳს მათისა სარწმუნოებასა ზედა. წყალობისათჳს და კრძალვისა მოყუსისა, ცხორებისა და სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ, საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა; სულითა წმიდითა ილოცევდით. თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ცხორებად (1,20-21).:

თარგმანი: საფუძველსა მას ზედა სარწმუნოებისასა კეთილთა საქმეთა მიერ ჯერ-არს დაშენებაჲ ჩუენი ხუროთმოძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და სუეტთა მიერ ლოცვისათა განმტკიცებად ნაშენებსა მას ჩუენსა. ხოლო სიყუარული სართულ ყოფად სულიერისა მის სახლისა ჩუენისა და მას შინა დამკჳდრებულთა მოლოდებად წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დიდებით მოსლვასა მისსა ცხორებად მორწმუნეთა მისთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის