მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი გ̂. განკრძალვისათჳს მათისა სარწმუნოებასა ზედა. წყალობისათჳს და კრძალვისა მოყუსისა, ცხორებისა და სიწმიდისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ, საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა; სულითა წმიდითა ილოცევდით. თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ცხორებად (1,20-21).

თარგმანი: საფუძველსა მას ზედა სარწმუნოებისასა კეთილთა საქმეთა მიერ ჯერ-არს დაშენებაჲ ჩუენი ხუროთმოძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და სუეტთა მიერ ლოცვისათა განმტკიცებად ნაშენებსა მას ჩუენსა. ხოლო სიყუარული სართულ ყოფად სულიერისა მის სახლისა ჩუენისა და მას შინა დამკჳდრებულთა მოლოდებად წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დიდებით მოსლვასა მისსა ცხორებად მორწმუნეთა მისთა.

მოციქულისაჲ: რომელთამე სწყალობდით შეუორგულებელად, და რომელთამე იჴსნიდით შიშითა, და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით (1,22-23).

თარგმანი: ესე არს შეუორგულებელი წყალობაჲ, რაჲთა არავის შევჰრაცხდეთ არა-ღირსად წყალობისა. არცა ვის განვსწირვიდეთ, არამედ რაოდენცა ვინ უფროჲს მიმოიტაცებოდის ყოვლისაგან ქარისა მოძღურებათაჲსა, ეგოდენ უმოსწრაფეს შევეწეოდით კეთილსა ზედა განმტკიცებად მისსა, და რომელთამე შიშითა საუკუნეთა ტანჯვათაჲთა ვასწავებდეთ და ვიჴსნიდეთ და ზოგად გამოტაცებითა ცეცხლისაგან ცოდვათაჲსა გამოვიჴსნიდეთ ცეცხლისაგან საუკუნოჲსა, რომლისა ნივთ არს მოქმედებაჲ ცოდვათაჲ.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > იუდა მოციქულისა წიგნი კათოლიკე > თავი გ̂. განკრძალვისათჳს მათისა სარწმუნოებასა ზედა. წყალობისათჳს და კრძალვისა მოყუსისა, ცხორებისა და სიწმიდისა