მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:3

2. წყალობაჲ თქუენ თანა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ.3. საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ, იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა.4. რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას საშჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უარ-ჰყოფენ.
იუდა თავი 1
3. საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ, იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა.
თავი ა̂. კრძალულებისათჳს ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა და განდგომილებისათჳს უღმრთოთა და ბილწთა კაცთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ: იღუწიდით ერთ-გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა. რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას საშჯელსა უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უვარ-ჰყოფენ (1,3-4).:

თარგმანი: თანად ჩუენ მორწმუნეთა განგუამტკიცებს და თანად მწვალებელთა შეაძრწუნებს. ჩუენ გუეტყჳს და გულოცავს, რაჲთა მტკიცედ შეკრძალვისათჳს წმიდათა წინაჲსწარმეტუელთა და მოციქულთა მიერისა სარწმუნოებისა მოღუაწე ვიქმნნეთ და არა უცხო გჳჩნდეს მათვე წმიდათა მიერ წერით წინა-მოსწავებული ესე მადლითა სულისაჲთა წინაჲთვე თქუმული შემოსლვაჲ აწვე დაშჯილთა მწვალებელთაჲ, რომელ არიან სიმონიანნი, რომელნი სახელ-იდებდეს სახელსა საღმრთოჲსა ამის ქადაგებისასა, რაჲთა მის ძლით შეიტყუვნენ კაცნი, ვითარცა მოძღუართა მიმართ, მისლვად მათდა, და ესრეთ მადლი ესე საღმრთოჲსა მოძღურებისაჲ გარდააქციონ მსგავსად გონებისა მათისა, ნაყროვნებად და არაწმიდებად, და წარტყუენნენ ცოდვად დედანი შეკრებულნი, რამეთუ რეცა იჩემიან ნიშთა და საიდუმლოთა რათმე მოქმედებაჲ, და მას შინა იქმოდიან საქმეთა აღრევისა და ბილწებისათა, და ესრეთ ორ სახედ უარჰყოფდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რამეთუ არა აღიარებდეს მას ღმრთად სრულად და კაცად სრულად, არამედ სხუად იტყოდეს ღმრთისაგან მამისა შობილსა და სხუად — ყოვლადწმიდისა ქალწულისაგან ჴორცშესხმულსა. და კუალად, ვინაჲთგან ბილწებით იქცეოდეს, ამის მიერცა ჴმამაღლად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის