თარგმანი: ვითარცა მეცნიერთა მიმართ მისწერს და მოაჴსენებს პირველად ამას, ვითარმედ არა სიტყჳსაებრ მწვალებელთაჲსა სხუაჲ და სხუაჲ არს, არამედ იგივე და ერთი ღმერთი არს ძუელისა და ახლისა შჯულისა მომცემელი, და კუალად ამას, რაჲთა ძუელთა სახეთაგან განვისწავლეთ და არა ვმაღლოოდით, ვითარმცა შემდგომად ქრისტეს სარწმუნეობად მოსლვისა არღარა შესაძლებელი იყო წარწყმედაჲ ჩუენი, ხოლო სახედ მოგუცემს ერსა ისრაელთასა, რომელნი-იგი, რაჟამს შეუვრდებოდეს ღმერთსა, იჴსნნა ეგჳპტით მონებისაგან ფარაოჲსსა, და რაჟამს განარისხეს უდაბნოს ზედა, დაყარა ძუალები ურჩთა მათ და ურწმუნო-ქმნულთაჲ. ეგრეთვე ჩუენ, ვითარ-იგი ვცხონდებით სარწმუნოებითა, ეგრეთვე კუალად წარვწყმდებით, რომელსაცა ჟამსა მოუქცეველად ურწმუნო ვიქმნნეთ..
იუდა 1:5
4. რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას საშჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უარ-ჰყოფენ.5. მოჴსენებაჲ თქუენი მნებავს, დაღათუ იცით ესე ყოველი, რამეთუ ღმერთმან ერთ გზის ერი იგი ქუეყანით ეგჳპტით იჴსნა, ხოლო მეორედ ურწმუნონი იგი წარწყმიდნა.6. ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა.
იუდა თავი 1