თარგმანი: სიმონიანთა თანა განაქიქებს ვორვორიანთაცა და ესტოტიანთა, ბიბილოვნელთა და კაიონიტთა, რომელთა-იგი საუკუნოჲსა სატანჯველისა მიმართ ურწმუნოებასა დაჰჴსნის სახითა მით ეშმაკთა და სოდომელთა და გომორელთაჲთა, ვითარმედ იგინიცა, მსგავსად თქუენსა მიდევნებულნი ჴორცთა ბილწებისანი, საუკუნოჲსა მის ტანჯვისათჳს დამარხულ არიან, რაჲთა, ვითარ-იგი არა ჰრიდებდეს შეგინებად ჴორცსა უცხოსა, ეგრეთვე არა ერიდოს მათ ცეცხლი გეჰენიისაჲ. ამათი უკუე ტანჯვაჲ, ესე იგი არს სოდომელთაჲ, აქავე ცეცხლითა დაწუვაჲ წინა ძეს სახედ, რაჲთა უეჭუელ ვიყვნეთ უეჭუელად ყოფადისა მისთჳს ცეცხლისა საუკუნოჲსა. მათგან რომელნიმე ზოგს-რე აქავე მიიღებენ საშჯელსა. ესრეთ უკუე საჩუენებელთა ხილვაჲ ნიკოლაელთა და სიმონიანთათჳს თქუა, რომელთა-იგი მღჳძარეთა სიზმარნი ეოცნებოდეს, და სახითა რეცა საიდუმლოთა რათმე აღსრულებისაჲთა ყოველსა სიბილწესა აღასრულებდეს და ჴორცთა შეაგინებდეს, რამეთუ არა ღმრთივ დაბადებულად უწოდდეს კაცობრივსა ამას გუამსა, არამედ ბოროტისა მიერ შექმნულად და ღმერთ-ყოფითა ნივთისა და ბნელისაჲთა უფლებასა ღმრთისასა შეურაცხჰყოფდეს, და ერთსა უფლებასა და...
იუდა 1:7
6. ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა.7. ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა სასჯელი მიუღებიეს.8. ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ.
იუდა თავი 1