ივდითისა 2:3
2. და მოუწოდა ყოველთა მსახურთა მისთა და ყოველთა დიდ-დიდთა მისთა.3. და დადვა მათ თანა საიდუმლო ზრახვისა მისისა, და იყო, ვითარცა აღესრულა ყოველი უკეთურებისა ზრახვა პირისაგან მისისა მის ქუეყანისათჳს,4. რამეთუ მათ განარჩივნეს მოწყუედად ყოველი ჴორციელი, რომელნი არა ერჩდეს სიტყუათა პირისა მისისათა. და მოუწოდა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანისამან, ჰოლომფორეს, ერისთავსა ძლიერებისა მისისასა, რომელი იყო შემდგომი მისი. ჰრქუა მას; ამას იტყჳს მეფე, უფალი ყოვლისა აჰა ესერა, შენ განხჳდე პირისაგან ჩემისა და განიყვანნე კაცნი მოსავნი ძალისა მათისანი და მკჳრცხლთა ასოც ათასი და სიმრავლე ჰუნეთა და მჴედართა ათორმეტი ბევრი.
ივდითისა თავი 2