ივდითისა 2:4
3. და დადვა მათ თანა საიდუმლო ზრახვისა მისისა, და იყო, ვითარცა აღესრულა ყოველი უკეთურებისა ზრახვა პირისაგან მისისა მის ქუეყანისათჳს,4. რამეთუ მათ განარჩივნეს მოწყუედად ყოველი ჴორციელი, რომელნი არა ერჩდეს სიტყუათა პირისა მისისათა. და მოუწოდა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანისამან, ჰოლომფორეს, ერისთავსა ძლიერებისა მისისასა, რომელი იყო შემდგომი მისი. ჰრქუა მას; ამას იტყჳს მეფე, უფალი ყოვლისა აჰა ესერა, შენ განხჳდე პირისაგან ჩემისა და განიყვანნე კაცნი მოსავნი ძალისა მათისანი და მკჳრცხლთა ასოც ათასი და სიმრავლე ჰუნეთა და მჴედართა ათორმეტი ბევრი.5. და განვედ შენ წყობად ყოვლისა ქუეყანისა მზისა დასავალისასა, რამეთუ ურჩ ექმნეს სიტყუათა პირისა ჩემისათა და უთხრა მათ, რათა განმიმზადონ მე ქუეყანა და წყალი, რამეთუ განვალ გულისწყრომითა ჩემითა მათ ზედა და დავფარო პირი ყოვლისა ქუეყანისა ფერჴითა ერისა ჩემისათა და მივსცნე იგინი დასაჭრელად მათა, წყლულებითა მათითა აღივსნენ ღელენი მათნი და ყოველი ჴევნები და მდინარენი წარღუნიდენ მკუდართა მათთა. და აღივსნენ იგინი და წარმოვიღო ტყუჱ მათი კიდითა ქუეყანისათა, ხოლო შენ განვედ და წინაწარ დამიპყრენ ყოველნი საზღვარნი მათნი და დამიმარხენ იგინი დღედმდე მხილებისა მათისა.
ივდითისა თავი 2