ივდითისა 6:3
2. რამეთუ წინაწარმეტყუელობ ჩუენ შორის, ვითარცა-ესე დღეს და სთქუ: ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათა არა ბრძოთა, რამეთუ ღმერთი მათი შეეწიოს მათ? და ვინ არს ღმერთი, არა თუ ნაბუქოდონოსორ? ამან მოავლინოს ძალი თჳსი და მოსრნეს იგინი პირისაგან ქუეყანისა და ვერ იჴსნნეს იგინი ღმერთმან მათმან,3. არამედ ჩუენ, მონათა მისთა, მოვსწყჳდნეთ იგინი, ვითარცა ერთი კაცი და ვერ დაუდგენ სიმრავლესა ცხენთა ჩუენთასა, რამეთუ წარვიხუნეთ ჩუენ იგინი და საზღვარნი მათნი დაითრვნეს სისხლითა მათითა და ველნი მათნი აღივსნენ მძორითა მათითა, რამეთუ არა წინადაგჳდგეს კვალი ფერჴთა მათთა წინაშე პირსა ჩუენსა, არამედ წარწყმედით წარწყმდენ.4. იტყჳს ნაბუქოდთნოსორ მეფე, უფალი ყოვლისა ქუეყანისა, რამეთუ თქუა და არა განქარდეს სიტყუანი პირისა მისისანი.
ივდითისა თავი 6