ივდითისა 6:4
3. არამედ ჩუენ, მონათა მისთა, მოვსწყჳდნეთ იგინი, ვითარცა ერთი კაცი და ვერ დაუდგენ სიმრავლესა ცხენთა ჩუენთასა, რამეთუ წარვიხუნეთ ჩუენ იგინი და საზღვარნი მათნი დაითრვნეს სისხლითა მათითა და ველნი მათნი აღივსნენ მძორითა მათითა, რამეთუ არა წინადაგჳდგეს კვალი ფერჴთა მათთა წინაშე პირსა ჩუენსა, არამედ წარწყმედით წარწყმდენ.4. იტყჳს ნაბუქოდთნოსორ მეფე, უფალი ყოვლისა ქუეყანისა, რამეთუ თქუა და არა განქარდეს სიტყუანი პირისა მისისანი.5. ხოლო შენ, აქიორ, მორეწეო ამონისო, რომელი იტყოდე სიტყუათა მაგათ დღეთა სიცრუისა შენისასა - არღარა იხილო პირი ჩემი ამიერითგან, ვიდრე შური ვიძიო ერისა მისგან ნათესავისა ეგჳპტით გამოსრულისა. და მაშინ განვიდეს მახჳლი ერისა ჩემისა და ერისა მსახურთა ჩემთასა გუერდთა შენთა.
ივდითისა თავი 6