მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ქება ქებათაჲ 2:10

9. მსგავს არს ძმისწული ჩემი ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ბეთელისათა. სძალმან მოსცა სასწაული სიძისა მიერ ქალწულთა და თქუა: აჰა, ესერა, ესე დგას უკუანა ზღუდესა ჩუენსა, და იხედავს სარკუმლით გამო და გარდმოხედავს არდაბაგთაჲთ.10. მომიგებს ძმისწული ჩემი და მეტყჳს: აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო.11. რამეთუ, აჰა, ესერა, ზამთარი წარჴდა და წჳმა დასცხრა და წარვიდა გზასა თჳსსა.
ქება ქებათაჲ თავი 2
10. მომიგებს ძმისწული ჩემი და მეტყჳს: აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ქვრივის სასოება და ობოლთა აღზრდა:

...ევ სხვაგან: „მოიქეცით ჩემდამო და სცხოვნდეთ" (). ხოლო თუ ვინმე ქებათა წიგნიდანაც მოისურვებს არჩევას, მოისმენს, როცა ამას უფრო საიდუმლოდ გაიგებს, როგორ ესაუბრება იგი თითოეულ მისთვის შესაფერის სულს: „შუენიერო ჩემო" (), „ტრედო ჩემო" ().

რა არის ამ სიტყვებზე უფრო ტკბილი? ხედავ ღმერთის საუბარს ადამიანებთან? და რა ვთქვა, მითხარი? განა ვერ ხედავ, რამდენი შვილი წასვლიათ იმ ნეტარ ქალებს და სამარეებში არიან? რამდენმა კიდევ უფრო მძიმე რამ განიცადა და ქმრებთან ერთად შვილებიც დაკარგა? ამათ მივაპყროთ ყურადღება, ამაზე ვიზრუნოთ; და არაფერი გვექნება სამწუხარო, არამედ მთელ დროს სულიერი სიხარულით გავატარებთ და საუკუნო სიკეთეებს მივიღებთ; ნეტავ, ყველამ მივაღწიოთ მათ.1

ჩვენი...

სრულად ნახვა