თარგმანი: ესე არს ღირსად ღმრთისა სლვაჲ, რაჲთა ყოველსავე შინა სათნო მისსა იყოს კაცი: სიტყუასა და საქმესა, მართლმადიდებლობასა და მართლმავალობასა საქმეთა შინა სათნოებისათა, რაჲთა არა ბოროტი ვითარცა კეთილი შეიწყნაროს, არცა მარჯუენითსა დაცემასა უგულისჴმო იყოს, მხოლოდ მარცხენითისა ოდენ კრძალვითა, რამეთუ, რომელსა აქუნდეს თესლი სარწმუნოებისაჲ, ჯერ-არს მისსა, რაჲთა აღმოაცენოს ნაყოფი საქმეთა კეთილთაჲ და სრულებაჲ შჯულთა მართლმადიდებლობისათაჲ შეამკოს კრძალულებით მუშაკობითა კეთილთა საქმეთაჲთა, და რაჲთა ყოველსავე შინა განძლიერდებოდის მტერთა მიმართ და განსაცდელთა წინა-განეწყობვოდის, ვითარცა შეჭურვილი სიმტკიცითა ღმრთისა დიდებისაჲთა, რომელ არს მხოლოდშობილი ძე, რომელი ყოველთა შორის მოქმედებს ნებასა მამისა თჳსისასა, და ზოგად ერთნებაობითა მისითა ადიდებს მას ყოველთა შორის, და მის თანა იდიდების ყოველთა მიერ, ვითარცა ერთარსი და მის თანა სწორი დიდებითა და პატივითა ღმრთეებისაჲთა.
კოლასელთა მიმართ 1:11
10. რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა,11. ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა, ყოვლისა მიმართ მოთმინებისა და სულგრძელებისა, სიხარულით,12. ჰმადლობდით მამასა, რომელმან ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათაჲსა ნათელსა შინა,
კოლასელთა მიმართ თავი 1