თარგმანი: რაჲთა არა, რაჟამს გესმოდის, ვითარმედ "მამაჲ მიმცვალებს სასუფეველად", უდარეს ჰგონო ძე მამისა, ამისთჳს პირველი საქმე ძესა განუკუთნა, და შემდგომი — მამასა, რამეთუ პირველი ესე იყო, რაჲთა გამომიჴსნნეს ცოდვისაგან, და საჴსარ განმართლებისა ჩუენისა ყოს სისხლი თჳსი, ვინაჲთგან, არათუმცა მოტევებულ იყვნეს ჩუენდა ცოდვანი, და გამოვეჴსნენით მონებისაგან ეშმაკისა, არამცა ღირს ქმნილ ვიყვენით შესლვად სასუფეველსა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ ყოველი ნიჭი ზეგარდამოჲ ზოგადი არს სამგუამოვნებისა წმიდისა სამებისაჲ, დაღაცათუ თჳსაგან განეკუთნვის ძესა საიდუმლოჲ ჴორცთშესხმისაჲ, რომელი ჯერ-ჩინებითა მამისაჲთა და მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა იქმნა.
კოლასელთა მიმართ 1:14
13. რომელმან მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა,14. რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ,15. რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ.
კოლასელთა მიმართ თავი 1