მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი გ̂. ქრისტეს მიერ გამოჴსნისათჳს და დაბადებისა და განახლებისა, შეერთებითა ღმრთეებისაჲთა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ (1,14).

თარგმანი: რაჲთა არა, რაჟამს გესმოდის, ვითარმედ "მამაჲ მიმცვალებს სასუფეველად", უდარეს ჰგონო ძე მამისა, ამისთჳს პირველი საქმე ძესა განუკუთნა, და შემდგომი — მამასა, რამეთუ პირველი ესე იყო, რაჲთა გამომიჴსნნეს ცოდვისაგან, და საჴსარ განმართლებისა ჩუენისა ყოს სისხლი თჳსი, ვინაჲთგან, არათუმცა მოტევებულ იყვნეს ჩუენდა ცოდვანი, და გამოვეჴსნენით მონებისაგან ეშმაკისა, არამცა ღირს ქმნილ ვიყვენით შესლვად სასუფეველსა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ ყოველი ნიჭი ზეგარდამოჲ ზოგადი არს სამგუამოვნებისა წმიდისა სამებისაჲ, დაღაცათუ თჳსაგან განეკუთნვის ძესა საიდუმლოჲ ჴორცთშესხმისაჲ, რომელი ჯერ-ჩინებითა მამისაჲთა და მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა იქმნა.

მოციქულისაჲ: რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ (1,15).

თარგმანი: უცვალებელსა ხატსა იტყჳს და ერთარსსა მსგავსებასა ძისასა მამისა თანა, რამეთუ უხილავისა ხატი უხილავივე არს, თანა-დაუსაბამოჲ პირველ საუკუნეთა უჟამოდ და დაუწყებელად მისგან შობილი; მხოლოდშობილად და პირმშოდ; ესე იგი არს, უზეშთაესად და უმაღლესად ყოვლისაგან მოგონებისა და გამოთქუმისა დაბადებულთაჲსა, რამეთუ არცა პირმშოებაჲ იგი და არცა ხატ მამისა ყოფაჲ თანა-შეეტყუების ხატსა ამას და პირმშოებასა დაბადებულთასა.

წმიდისა ბასილისი: ხატსა იტყჳს არა უსულოსა, არცა ჴელით ქმნულსა, არცა ეგევითარსა, რომელიმცა მოიგონებოდა ჴელოვნებისაგან ანუ ღონისმიებისაგან კაცობრივისა, არამედ ხატსა ცხოველსა, უფროჲსღა თჳთ ცხორებასა, რომელი თავსა შორის თჳსსა შემოიკრებს ყოველსავე უცვალებელობასა და უნაკლულოებასა მამისა მსგავსებისასა, ხოლო უკუეთუ პირმშო ყოველთა დაბადებულთა და პირმშო მრავალთა შორის ძმათა იწოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ესე ნუვის მიზეზ-სცემს უღმრთოებად, არამედ ისწავედ სახარებისაგან, ვითარ დედა და ძმა თჳსა უწოდს უფალი საქმითა სათნოებისაჲთა საკუთარ ქმნილსა, რომელმან ყოს ნებაჲ მამისა მისისა ზეცათაჲსაჲ; და ამათ ესევითართა ძმათა პირმშო არს, და უწინარეს ყოველთა ჟამთა და საუკუნეთა, რომელნი-იგი მის მიერ შექმნულ და დაბადებულ არიან; რამეთუ მისი მამაჲ არს ღმერთი; არა მადლით და ჯერ-ჩინებით, არამედ ბუნებით და ერთარსებით, ხოლო ჩუენი — მადლით და ჯერ-ჩინებით, ვითარცა შვილებისა მადლსა ღირს-ქმნულთაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არახილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი (1,16).

თარგმანი: აჰა ესერა, ქადაგა ყოველთა შემოქმედობაჲ პირველ საუ კუნეთა ძისა და უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჩუენთჳს ჴორცშესხმუ ლისაჲ, რაჲთა გულისჴმა-უყოს კოლასელთა, ვითარმედ არავინ მის მიერ დაბადებულთაგანი, არამედ თჳთ მათ ყოველთა დამბადებელი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე არს მიზეზ დაგებისა ჩუენისა ღმრთისა მიმართ მამისა. ხოლო ზეცისა ძალნი ამისთჳს მოიჴსენნა, რამეთუ ვიეთგანმე იგინი ითქუმოდეს აღმასრულებელად საქმესა მხოლოდშობილისა ძისასა, რაჲთა ვითარცა ღმერთნი, იგინიცა თაყუანის-იცემებოდიან. ამისთჳს ცხად ჰყოფს, ვითარმედ ძისა მიერ მოყვანებულ არიან იგინი არაარსისაგან არსად, და ჩუენგან პატივ-იცემებიან, ვითარცა მონანი მისნი და აღმასრულებელნი ნებისა მისისანი. ხოლო არა ეგრეთ, ვითარმცა უწოდდით მათ ზიარ რაჲსამე შემოქმედებისა ანუ შექმნულთა რაჲსმე განახლებისა, რომელი-ესე მამამან ქმნა ძისა მიერ სრულ-ყოფითა სულისაჲთა.

მოციქულისაჲ: ყოველივე მის მიერ და მისსა მიმართ დაებადა, და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა (1,16-17).

თარგმანი: აჰა ესერა, ქადაგა ძე მამისა თანადაუსაბამოდ და თანადამბადებელად, რამეთუ ყოველივე მის მიერ დაბადებულ არს არაარსისაგან, და მისა მიმართ დაებადების, რამეთუ მის მიერ იპყრობებვის და განეგებვის, და არს იგი ყოველთა წინა პირველ საუკუნეთა ღმრთეებითა. ხოლო ყოვლისავე მის მიერ დამტკიცებაჲ ითქუმის არა ხოლო შემოქმედობისა და მპყრობელობისათჳს ყოველთაჲსა, არამედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა ქმნილისა ამისთჳს მის მიერ კუალად განახლებისა; არა ხოლო ჩუენისა, არამედ ყოველთავე ჩუენ ძლით განხრწნილთა, რომელნი ჩუენ თანავე განთავისუფლებად არიან ხრწნილებისაგან მადლითა მისითა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

მოციქულისაჲ: და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ (1,18).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძლიერებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, ამისჳს აწ ზედა-დაჰრთავს ჩუენთჳს ქმნილსა მოწყალებასა, რომელ ყო ჴორცთშესხმისა საიდუმლოჲთა აღსასრულსა ჟამთასა, რაჟამს მეუფემან და შემოქმედმან ყოველთამან განწვალებულებაჲ და განკუეთილებაჲ კაცთაჲ შეიერთა თავსა თჳსსა, რამეთუ გუამ ეკლესიისა არიან ყოველნი კაცნი და სავსებისა მათისაჲ იგი თავადი არს თავ, ვითარცა დასაბამი პირმშოჲ. ესე იგი არს მიზეზი და მოქმედი მკუდართა აღდგომისაჲ, რამეთუ დაღაცათუ სხუანიცა ვიეთნიმე მკუდარნი აღდგეს, არამედ კუალად მოკუდეს, ხოლო საუკუნოჲსა აღდგომისა, რომლისა კუალად სიკუდილი არღარა არს, ამისსა არა ხოლო მომმადლებელ ჩუენდა და მიზეზ, არამედ დასაბამცა და პირმშო — იგი თავადი არს, რომელმან აღადგინა სამ დღე დაჴსნილი ტაძარი ჴორცთა თჳსთაჲ. ვინაჲცა შემდგომი იგი სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს: რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა პირველ. ესე იგი არს, რამეთუ პირველ ყოველთა საუკუნეთა იშვა მამისაგან, და იგივე, რაჟამს აღსასრულსა ჟამთასა იშვა ქალწულისაგან, პირველი იყო ყოველთაჲ მორჩილებითა, პირველი ნათლისღებითა, პირველი ყოვლისავე ძუელისა შჯულისა აღმასრულებელობითა, პირველი ყოვლისავე ამის ახლისა მადლისა დამწყებელობითა, პირველი ჯუარცუმითა, პირველი მკუდრეთით აღდგომითა. აღდგომასა ვიტყჳ არღარაოდეს მომლოდესა სიკუდილისა და ხრწნილებისასა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ამას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკჳდრებად და მის მიერ დაგებად ყოველი მისსა მიმართ (1,19-20).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა მადლით და ზოგებით, არამედ არსებით და გუამოვნებით შეერთო სიტყუაი ჴორცთა ბუნებასა და დაუტევნელმან მან ცისა და ქუეყანისაგან, ჴორცთა შინა ქალწულისათა დატევნითა შეიერთნა ჴორცნი ჩუენნი და ექმნა გუამი იგი სიტყჳსაჲ გუამ ბუნებისა ჴორცთაჲსა; და ვითარ-იგი იყო ყოვლითურთ ღმერთ, იქმნა ყოვლითურთ კაც, მიღებითა ჴორცთა და სულისა და გონებისაჲთა, რაჲთა არარაჲ დაუშთეს მას უკურნებელად არსებისაგან კაცთაჲსა.

ხოლო გამოიკითხვიდე თუ ვითარებასა დიდისა ამის საიდუმლოჲსასა, არარაჲ სხუაჲ გესმას პავლესგან, თჳნიერ ამისსა, ვითარმედ: სათნო-ყოფითა მამისაჲთა და მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა იქმნა საკჳრველებაჲ ესე, უზეშთაესი ყოველთა საუკუნითგანთა საკჳრველებათაჲ, რომლისა სავსებისაგან ჩუენ ყოველთა მომიღეთ, რაჟამს არა ვითარცა მონისა მიერ, ეგრეთ იქმნებოდა ძისა მიერ დაჴსნაჲ მტერობისა ჩუენისაჲ, არამედ ვითარცა მეუფისა და ყოველთა შემოქმედისაგან, მისსა მიმართ; ესე იგი არს, თჳთ თავადი თავისა მიმართ თჳსისა ჰყოფდა დაგებასა მას კაცთა მტერობისასა, რამეთუ ღმრთეებით ყოველივე ერთ არს მისი და მამისაჲ. ამისთჳს ზოგად ერთ ღმრთეებისა მათისა მიმართ იქმნა დაგებაჲ კაცთაჲ შუამდგომელობითა ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთა და მის მიერ განღმრთობილთაჲთა.

მოციქულისაჲ: მშჳდობა ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა (1,20).

თარგმანი: ჩუენ, კაცნი, განწვალებულ ვიყვენით, არა ხოლო თავთა თჳსთაგან და ურთიერთას, არამედ ზეცისა ძალთაგანცა, რომელთა მტერობაჲ იყო ჩუენდა მომართ ჩუენ-მიერი იგი მწუხარებაჲ, რომელ აქუნდა ვითარცა განმარისხებელთა მომართ მეუფისა მათისათა. ამისთჳსცა ქრისტემან სისხლითა მით, რომელ ჩუენთჳს დასთხია ჯუარსა ზედა და სიკუდილითა საყუედრელითა პირველად ჩუენი ურთიერთას განწვალებულებაჲ დააგო ჴორცითა მით თჳსითა, ამისსა შემდგომად აღიყვანა თჳთ იგი დასაბამი ბუნებისა ჩუენისაჲ დაჯდომად ზეცათა შინა, რომლისა ხილვითა განიხარეს ზეცისათა და მეგობარ ჩუენდა იქმნნეს, რამეთუ უკუეთუ ერთისათჳს ცოდვილისა დიდსა სიხარულსა ჰყოფენ, რაჟამს მოიქცეს, რაოდენ უფროჲს ყოვლისათჳს ბუნებისა კაცთაჲსა განმხიარულებულნი ჴმობდეს: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ!" () ამიერ ცხად არს, ვითარმედ ანგელოზნი არა დამაგებელნი, არამედ მოხარულნი ოდენ არიან დაგებასა ჩუენსა ზედა, რომელი ყო ზოგადმან მეუფემან ყოველთამან — ქრისტემან ღმერთმან.