მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:2

1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ2. კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ:3. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. ვჰმადლობ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მარადის თქუენთჳს ვილოცავთ.
კოლასელთა მიმართ თავი 1
2. კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ:
თავი ა̂. მადლობაჲ კოლასელთაჲ საკუთრებისათჳს ღმრთისა სასოებითა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ტიმოთე ძმაჲ, კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ (1,1-2).:

პავლე მოციქულისა წიგნი კოლასელთა მიმართ

მოციქულისაჲ: პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1).

გუაკურთხენ, მამაო.

ვინაჲთგან მრავალთა მიერ იბრძოლებოდეს კოლასელნი — ჰურიათა მიერ ჰურიაებად, და წარმართთაგან — მრავალღმრთეებად, ვითარმედ ღმრთისავე თანა, დიდისა და მიუწდომელისა, ანგელოზთაჲცა ჯერ-არს ღმრთად აღსაარებაჲ და თაყუანისცემაჲ, რამეთუ იგინი არიან შუამდგომელ და მიმყვანებელ ჩუენდა ღმრთისა მიმართ; ამისთჳს მოციქული თავსავე ზედა ესრეთ იწყებს, ვითარმედ: მე, პავლე, არა ანგელოზთა მოციქული ვარ, არამედ ქრისტეს მიერ მოვლინებულ ვარ თქუენდა ნებითა ღმრთისა მამისაჲთა, და არავინ უწყი სხუაჲ შუამდგომელი და მიმყვანებელი და დამაგებელი კაცთაჲ ღმრთისა მამისა, თჳნიერ იესუ ქრისტესსა, მაცხოვრისა ჩუენ ყოველთაჲსა.

მოციქულისაჲ: და ტიმოთე ძმაჲ, კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმა ქრისტე იესუჲს მიერ (1,1-2).

თარგმანი: უმრავლესსა დაწყებასა ებისტოლეთასა მოიჴსენებს ტიმოთეს; თანად სიმდაბლითა გონებისაჲთა, და თანად, რაჲთა ცხად ყოს უპირატესობაჲ მისი მოწაფეთა შორის თჳსთა, და ვითარმედ იგი უმჴურვალეს არს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის