მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂. მადლობაჲ კოლასელთაჲ საკუთრებისათჳს ღმრთისა სასოებითა.

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

პავლე მოციქულისა წიგნი კოლასელთა მიმართ

მოციქულისაჲ: პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1).

გუაკურთხენ, მამაო.

ვინაჲთგან მრავალთა მიერ იბრძოლებოდეს კოლასელნი — ჰურიათა მიერ ჰურიაებად, და წარმართთაგან — მრავალღმრთეებად, ვითარმედ ღმრთისავე თანა, დიდისა და მიუწდომელისა, ანგელოზთაჲცა ჯერ-არს ღმრთად აღსაარებაჲ და თაყუანისცემაჲ, რამეთუ იგინი არიან შუამდგომელ და მიმყვანებელ ჩუენდა ღმრთისა მიმართ; ამისთჳს მოციქული თავსავე ზედა ესრეთ იწყებს, ვითარმედ: მე, პავლე, არა ანგელოზთა მოციქული ვარ, არამედ ქრისტეს მიერ მოვლინებულ ვარ თქუენდა ნებითა ღმრთისა მამისაჲთა, და არავინ უწყი სხუაჲ შუამდგომელი და მიმყვანებელი და დამაგებელი კაცთაჲ ღმრთისა მამისა, თჳნიერ იესუ ქრისტესსა, მაცხოვრისა ჩუენ ყოველთაჲსა.

მოციქულისაჲ: და ტიმოთე ძმაჲ, კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმა ქრისტე იესუჲს მიერ (1,1-2).

თარგმანი: უმრავლესსა დაწყებასა ებისტოლეთასა მოიჴსენებს ტიმოთეს; თანად სიმდაბლითა გონებისაჲთა, და თანად, რაჲთა ცხად ყოს უპირატესობაჲ მისი მოწაფეთა შორის თჳსთა, და ვითარმედ იგი უმჴურვალეს არს ყოველთა, ქადაგებასა შინა სახარებისასა. ხოლო წმიდა ქმნილ და მორწმუნე უწოდს კოლასელთა; არა ანგელოზთა მიერ, არამედ ანგელოზთა შემოქმედისა ქრისტე იესუჲს მიერ.

მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესსა (1,3).

თარგმანი: უძლურებისათჳს და სიჩჩოებისათჳს მსმენელთაჲსა, ყოველსავე შინა მამასა უპირატეს დასდებს, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ძისაჲ ყოველივე — მამისაჲ არს, ვითარცა-იგი მამისაჲ — ძისაჲ არს, რამეთუ მამა მისსა არს ბუნებით, ხოლო ჩუენდა — მადლით და სახიერებით.

მოციქულისაჲ: ვჰმადლობთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მარადის თქუენთჳს ვილოცავთ (1,3).

თარგმანი: დასაბამად ლოცვათა — მადლობასა ჰყოფს, რაჲთა ჩუენ სახე მოგუცეს, არა ხოლო ამისი, არამედ სამარადისოდ სიყუარულით ლოცვისაცა მოყუასთაჲსაჲ.

მოციქულისაჲ: გუესმა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი ქრისტე იესუჲს მიმართ, და სიყუარული ყოველთა მიმართ წმიდათა, სასოებისა მისთჳს, განმზადებულისა თქუენთჳს ცათა შინა (1,4-5).

თარგმანი: ეპაფრას მიეთხრა მოციქულისადა ყოველი ჰამბავი კოლასელთაჲ, ვინაჲცა ამას აყუედრებს, ვითარმედ: მე მასმიოდა თქუენთჳს ქრისტე იესუჲს მიმართ ოდენ ქონებაჲ სარწმუნოებისაჲ. ხოლო აწ არა უწყი, თუ ვითარ ანგელოზნი შეგირაცხიან ღმრთისა მიმართ მიმყვანებელად, დამვიწყებელთა ესაიაჲს თქუმულისათა, ვითარმედ: "არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი" (). ამისთჳს სარწმუნოებაჲ, რომელ არს ღმრთად აღსაარებაჲ, ესე ქრისტესა განუკუთნა, თანა მამით და სულითურთ, ხოლო წმიდათა მიმართ ზოგად სიყუარული, ვითარცა ჩუენ თანავე მსახურთა მეუფისათა, რამეთუ ყოველთავე მის თავადისა მიერ მოგუეცემის სასოებაჲ საუკუნოჲსა ცხორებისაჲ, რომლისა მიერ არა გჳჴმს სულმოკლებაჲ აქათა ამათ ჭირთა შემთხუევისათჳს, ვინაჲთგან უწყნით იგინი მომატყუებელ მერმისა განსუენებისა.

მოციქულისაჲ: რომელი-იგი წინაჲსწარ გესმა სიტყუასა მას შინა ჭეშმარიტებისა სახარებისასა, რომელ-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის (1,5-6).

თარგმანი: პირველ ებისტოლისა ამის მიწერისა სიტყჳთ სმენილ იყო კოლასელთადა ქადაგებაჲ იგი მოციქულისაჲ, ესე იგი არს თხრობაჲ ძალსა ღმრთისა ქველისმოქმედებათასა, ხოლო ჭეშმარიტებასა იტყჳს მისთჳს, რაჲთა ამხილოს, ვითარმედ ჭეშმარიტებისა შეურაცხ-ყოფაჲ არავინაჲთ სხჳთ იქმნების, თჳნიერ წინააღდგომითა ტყუვილისაჲთა. ხოლო ყოველსა სოფელსა შინა მიმოგანფენითა სახარებისაჲთა უგულსმოდგინე ჰყოფს მათ ღმრთისმსახურებად, რამეთუ მრავალნი ჰყვანან მათ თანაზიარნი სარწმუნოებისანი; რამეთუ ძლიერებამან ქრისტესმან დაიმორჩილა სიმრავლე წარმართთაჲ, და განმრავლებითა მოწაფეთაჲთა ნაყოფიერ და აღორძინებულ ყო თესლი სიტყჳსაჲ.

მოციქულისაჲ: ვინაჲთ დღითგან გესმა და სცანთ მადლი იგი ღმრთისაჲ ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი ისწავეთ ეპაფროჲსგან, საყუარელისა ჩუენ თანა მონისა, რომელი-იგი არს სარწმუნოჲ თქუენდა მიმართ მსახური ქრისტესი, რომელმანცა მაუწყა ჩუენ თქუენი ეგე სიყუარული სულითა (1,6-8).

თარგმანი: დიდ არს ქებაჲ მათი, რომელნი პირველ დღითგან, ვინაჲთგან მორწმუნე ქმნილ იყვნეს, მარადის აღმატებასა შინა იყვნეს, ვითარცა ჭეშმარიტებით მიმღებელნი მადლისა ღმრთისანი და განსწავლულნი ეპაფროჲსგან, რომელმან პირველად ქადაგა მათ შორის სიტყუაჲ ცხორებისაჲ, რომელსა აქებს მოციქული, რაჲთა უსარწმუნოეს ყოს წინაშე მათსა. ხოლო ქებაჲ იგი ორსახედ არს; რამეთუ პირველად ქრისტეს მიმართ სარწმუნო უწოდს მსახურებასა შინა მათდა მიმართ ქადაგებისასა, და მეორედ — მაქებელად და კეთილის მზრახვალად მათთჳს მოციქულისა მიმართ, რომელსა აუწყა სულიერი იგი და საღმრთოჲ სიყუარული მათი, ვითარცა ყოველსავე შინა მაქებელმან ქცევისა მათისამან.