მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:21

20. და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშჳდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა.21. და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა,22. ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა,
კოლასელთა მიმართ თავი 1
21. და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა,
თავი დ̂. დაგებისათჳს წარმართთაჲსა გუამითა მით ქრისტესითა და ვნებითა სარწმუნოებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა; ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ, და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა (1,21-22).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მტერისა მიერითა მძლავრებითა, არამედ თჳთ ნებსითითაცა აღრჩევითა და ბოროტთა საქმეთა მიდევნებითა უცხო ქმნილ და მტერ ღმრთისა ვიყვენით კაცნი, და ამისთჳს — არა ღირს წყალობისა და დაგებისა, რამეთუ არა ხოლო ბოროტითა ნებითა, არამედ უბოროტესთა საქმეთა მოქმედებითა შეპყრობილ ვიყვენით, არათუმცა მას სახიერსა სიმდიდრითა წყალობათა თჳსთაჲთა საჴსრად ჩუენდა მიეცნეს შეუხებელნი იგი ბრალისა და ცოდვისანი ყოვლად წმიდანი ჴორცნი თჳსნი, სიკუდილითა მწარითა და დასაშჯელითა, რომლისა მიერ არა ხოლო გამომიჴსნნა ტყუეობისაგან, არამედ წმიდად და უბრალოდ წარმადგინნა წინაშე მისსა, რამეთუ თჳთ იგივე არს მოქმედი დაგებისაჲ, არა ანგელოზთა, არცა მამშჳდებელთა მიერ, არამედ გუამითა მით ჴორცთა თჳსთაჲთა, და იგივე არს ჩუენ მიერ განრისხებული და მსაჯულად ჩუენდა მჯდომარე და ჴელმწიფე განმართლებისა და დაშჯისა ჩუენისაჲ, ბუნებითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა; ამისთჳსცა ესევითართა წარმადგენს წინაშე თჳსსა, განწმედილთა და უბრალოთა, რაჲთა ღირს ვიყვნეთ მოღებად ნიჭთა თუალუხუავისა მისგან მართლმსაჯულობისა მისისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის