მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:25

24. აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ,25. რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა26. საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა,
კოლასელთა მიმართ თავი 1
25. რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა
თავი ე̂. ტკივილთა შინა და ჭირთა სწავლისა მისისათჳს და მოძღურებისა, რაჲთა განახლებულნი წარუდგინნეს ღმერთსა, რომელთაცა ჰრწმენეს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა (1,25).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომლისა ვიქმენ მე მსახურ განგებულებითა ღმრთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, თქუენდა მიმართ, აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა. ესე იგი არს, ვითარმედ: განგებულებითა ღმრთისაჲთა იქმნების ჩემ ზედა, და არა დატევებით, არცა განწირვით მიშუებულ არს ჩემი შთავრდომაჲ ჭირსა, არამედ, რაჲთა უფროჲს მათ ყოველთასა დავშურე, რომელნი ჩემ თანა ქადაგებენ სახარებასა, და ამის მიერ იხილოთ თქუენ ჭირთა ამათ შინა მხიარულებით ყოფაჲ ჩემი, და დაიმტკიცოთ გონებათა შინა თქუენთა უეჭუელ ყოფაჲ მერმისა მის სასყიდლისა კუალად-გებისაჲ, რომელსა მე ვიქადაგებ თქუენ. რამეთუ არათუმცა ესე უწყოდე, არამცა ცუდად მიხაროდა შემაწუხებელობასა შინა ამათ ტკივილთასა, რომლითა უფროჲს აღესრულების სიტყუაჲ ღმრთისაჲ (ცხად არს, ვითარმედ — ჯერეთ უსრული). ესე იგი არს, რომელ მან თავადმან თქუა, ვითარმედ: იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის