თარგმანი: საიდუმლოჲ ესე ქრისტეს მოსლვისა და მის მიერ წარმართთთა წოდებისაჲ დაღაცათუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა ჯეროვანსა ჟამსა თჳსსა აღესრულა, არამედ პირველ საუკუნეთა განსაზღვრებულ იყო; არა ცხადად, არამედ დაფარულად და საიდუმლოდ; და აწ, რაჟამს გამოცხადნა, არავე ყოველთადა საცნაურ არს, არამედ წმიდათადა ოდენ, რომელნი-იგი ღირსებით გულისჴმის-მყოფელ არიან ძალსა მისსა, თუ რომელი კერძოჲ მისი გამოუძიებელ არს, ანუ რომელი გამოსაძიებელ, და ვითარმედ საიდუმლო არს ნათლისღებისა მიერ ქმნული მოტევებაჲ პირველ ქმნულთა ბრალთაჲ. ხოლო დიდება საიდუმლოჲსა მის ნათლისღებისა არს მოლოდებაჲ მკუდართა აღდგომისაჲ, რომლისა საქმეთაებრი იგი მოსაგებელი სწორებით გუექმნების მომაქცეველ ბოროტთაგან, და გუყოფს მოქმედ კეთილისა. ესევითარისა ამის საიდუმლოჲსა წარმართთა მიმართობაჲ თქუა მოციქულმან; არა ამისთჳს, ვითარმედ მათდა მიმართ ოდენ იქმნა, რამეთუ ყოველთა ნათესავთა ზედა განეფინა. ხოლო არა ესოდენ საკჳრველ იყო მათდა მიმართ განფენაჲ სახარებისაჲ, რომელნი ძუელითგან წურთილ იყვნეს ღმრთისმსახურებასა და ასმიოდა მოსლვაჲ ქრისტესი წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა, ვითარ წარმართთა მოსლვაჲ...
კოლასელთა მიმართ 1:26
25. რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა26. საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა,27. რომელთაჲ-იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოჲსაჲ მის წარმართთა შორის, რომელ არს ქრისტე თქუენ შორის, სასოებაჲ იგი დიდებისაჲ,
კოლასელთა მიმართ თავი 1