მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:6

5. სასოებისა მისთჳს, განმზადებულისა თქუენთჳს ცათა შინა, რომელი-იგი წინაწარ გესმა სიტყუასა მას შინა ჭეშმარიტებისა სახარებისასა,6. რომელი-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის, ვინაჲ დღითგან გესმა და სცანთ მადლი იგი ღმრთისაჲ ჭეშმარიტებით,7. ვითარცა-იგი ისწავეთ ეპაფრაჲსგან, საყუარელისა თანა-მონისა ჩუენისა, რომელ-იგი არს სარწმუნოჲ თქუენდა მიმართ მსახური ქრისტესი,
კოლასელთა მიმართ თავი 1
6. რომელი-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის, ვინაჲ დღითგან გესმა და სცანთ მადლი იგი ღმრთისაჲ ჭეშმარიტებით,
თავი ა̂. მადლობაჲ კოლასელთაჲ საკუთრებისათჳს ღმრთისა სასოებითა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი-იგი წინაჲსწარ გესმა სიტყუასა მას შინა ჭეშმარიტებისა სახარებისასა, რომელ-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის (1,5-6).:

თარგმანი: პირველ ებისტოლისა ამის მიწერისა სიტყჳთ სმენილ იყო კოლასელთადა ქადაგებაჲ იგი მოციქულისაჲ, ესე იგი არს თხრობაჲ ძალსა ღმრთისა ქველისმოქმედებათასა, ხოლო ჭეშმარიტებასა იტყჳს მისთჳს, რაჲთა ამხილოს, ვითარმედ ჭეშმარიტებისა შეურაცხ-ყოფაჲ არავინაჲთ სხჳთ იქმნების, თჳნიერ წინააღდგომითა ტყუვილისაჲთა. ხოლო ყოველსა სოფელსა შინა მიმოგანფენითა სახარებისაჲთა უგულსმოდგინე ჰყოფს მათ ღმრთისმსახურებად, რამეთუ მრავალნი ჰყვანან მათ თანაზიარნი სარწმუნოებისანი; რამეთუ ძლიერებამან ქრისტესმან დაიმორჩილა სიმრავლე წარმართთაჲ, და განმრავლებითა მოწაფეთაჲთა ნაყოფიერ და აღორძინებულ ყო თესლი სიტყჳსაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის