თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ უძლურებისა მათისათჳს მოშიშ არს მათთჳს, ამისთჳს ლავდიკელთაცა სახელსა ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: ზოგად თქუენთჳს და მთთჳს მოშიშ ვარ მე და ყოველთათჳს, რომელთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად, და ესმას ჩემთა ამათთჳს ჭირთა და შრომათა, ნუუკუე შეირყინენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა, ვითარ თუმცა დატევებით განსწირვიდა იგი ქადაგსა და მოციქულსა თჳსსა.
კოლასელთა მიმართ 2:1
1. რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქუენთჳს და ლავდიკელთა მათ და რაოდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად,2. რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ გულნი მათნი, თანა-შეტყუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულ-სავსებისა, გულისჴმის-ყოფისა მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა,
კოლასელთა მიმართ თავი 2