თარგმანი: აჰა, ცხად ყო, ვითარმედ, ვითარ-იგი აღდგომაჲ, ეგრეთვე სიკუდილიცა სხუა იყო ჩუენი, რამეთუ ქრისტეს სიკუდილი ჴორცითა იყო, ხოლო ჩუენი — სულითა შეცოდებისა მიერ. და წინადაუცუეთელ ვიყვენით, არა ხოლო ჴორციელისა მის ტყავისა, არამედ ყოველთა ჴორციელთა გულისთქუმათა მეტნობითა, რამეთუ ყოველივე, ზომიერისაგან მეტი, ცოდვა არს. ამისთჳსცა მან თავადმან მკუეთელობითა სიტყჳსაჲთა მოგუკუეთა მეტი ჴორციელთა გულისთქუმათაჲ, და მკუდარნი უქმებითა კეთილთაჲთა მის თანა განგუაცხოველნა მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა.
კოლასელთა მიმართ 2:13
12. მის თანა დაეფლენით ნათლის-ღებითა მით, რომლისა თანაცა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით.13. და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთელებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ, მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი.14. და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა,
კოლასელთა მიმართ თავი 2