📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: რომლითაცა წინა-დაიცჳთეთ, წინადაცუეთითა მით ჴელითუქმნელითა, განძარცუვითა მით გუამისა მის ჴორცთა მათ ცოდვათაჲსა წინადაცუეთითა ქრისტესითა (2,11).
თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ სდევნის წინადაცუეთისა მაწუეველთა მათცა, და უჩუენებს მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ არღარად საჴმარ არს მათდა ჴელითა კაცობრივითა წინადაცუეთაჲ, ვინაჲთგან სული წმიდაჲ ჴელით-უქმნელად მოქმედებს ამას მათ შორის, და მკუეთელობითა სიტყჳსაჲთა მოუსპობს მათგან ნამეტნავსა ჴორციელთა შუებათასა, რომელ არს მოქალაქობაჲ ბილწი და არაწმიდაჲ, რომელთა აწ ჴორციელად ცოდვისა უწოდს აღძარცულად ნათლისღებისა მიერ, რამეთუ რაჟამს გურწმენეს ქრისტესი, მაშინ ნათელ-ვიღებთ სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, ვითარ-იგი მან თავადმან ბრძანა მოწაფეთა მიმართ, წარავლინებდა რაჲ ქადაგებად და ხარებად სასუფეველისა, რომლისათჳს იგი თავადი მოივლინა მამისა მიერ. ამისთჳს ზოგადი არს სამთაჲვე ნიჭი ესე ნათლისღებისა მიერ ცოდვათა მოტევებისაჲ — მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ. ხოლო წარმმართებელ და მომატყუებელ ამის მადლისა არს განჴორციელებაჲ ძისა მხოლოდშობილისაჲ. და ამისთჳს იწოდების სულიერი ესე წინადაცუეთაჲ ქრისტესდად, რამეთუ მან მომცა ჩუენ სახე ესე ნათლისღებისაჲ, რაჟამს წმიდა ყვნა წყალნი მათ შინა განბანითა თჳსითა.
მოციქულისაჲ: მის თანა დაეფლენით ნათლისღებითა მით, რომლისა თანაცა აღსდეგით სარწმუნოებითა მით შეწევნისა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით (2,12).
თარგმანი: დაფლვითა მით წყალსა მას შინა ნათლისღებისასა აღვასრულებთ სახესა ქრისტეს საფლავსა დადებისასა, რაჲთა მის თანა აღვდგეთ აღდგომითა მით, არა ურწმუნოთა, არამედ მორწმუნეთაჲთა, რამეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ ქრისტეს მიერ ზოგად მიემადლების ყოველთა მერმესა მას, გარნა რომელთა არა აქავე მიეღოს ნათლისღებისა მიერ წინდი საუკუნოდ აღდგომისაჲ, ეგევითარნი იგი საშჯელად აღდგებიან და არა ცხორებად ქრისტეს თანა, რომელი-ესე მათი ოდენ არს, რომელთა აქავე ნათელ-ედოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა, სახელითა წმიდისა სამებისაჲთა და სასოებითა საუკუნოჲსა აღდგომისაჲთა, აქავე განემზადნენ თავნი თჳსნი კეთილთა საქმეთა მოგებითა. ხოლო არა სწორ არს ღმრთისა მიერი ჩუენი აღდგინებაჲ და ქრისტესი, რამეთუ ქრისტე ვითარ-იგი მამამან აღადგინა, ეგრეთვე თჳთ ქრისტემან ბუნებითა ღმრთეებისაჲთა აღადგინა დაჴსნილი იგი ტაძარი ჴორცთა თჳსთაი, და ამისთჳს ღმრთეებით ერთ არს ყოველივე საქმე მათი. ხოლო ჩუენდა სწორებით და ჭეშმარიტებით აღმადგინებელ არიან შეწევნითა თჳსითა მამაჲ და ძე და სული წმიდაჲ. ძისა აღდგინებაჲ მამისა მიერ — განგებულებით ითქუმის, ხოლო ჩუენი — ბუნებით და ჭეშმარიტებით.
მოციქულისაჲ: და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთილებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, ამის თანა განგაცხოველნა თქუენ (2,13).
თარგმანი: აჰა, ცხად ყო, ვითარმედ, ვითარ-იგი აღდგომაჲ, ეგრეთვე სიკუდილიცა სხუა იყო ჩუენი, რამეთუ ქრისტეს სიკუდილი ჴორცითა იყო, ხოლო ჩუენი — სულითა შეცოდებისა მიერ. და წინადაუცუეთელ ვიყვენით, არა ხოლო ჴორციელისა მის ტყავისა, არამედ ყოველთა ჴორციელთა გულისთქუმათა მეტნობითა, რამეთუ ყოველივე, ზომიერისაგან მეტი, ცოდვა არს. ამისთჳსცა მან თავადმან მკუეთელობითა სიტყჳსაჲთა მოგუკუეთა მეტი ჴორციელთა გულისთქუმათაჲ, და მკუდარნი უქმებითა კეთილთაჲთა მის თანა განგუაცხოველნა მოქმედებითა კეთილთა საქმეთაჲთა.
მოციქულისაჲ: მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი და აღჴოცა ჩუენთჳს ჴელითწერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმშჭუალა ჯუარსა (2,13-14).
თარგმანი: აჰა ესერა, ესე იყვნეს მოქმედ სულიერისა სიკუდილისა - სიმრავლენი ცოდვათანი, რომელთა სიკუდილისაგან განგუაცხოველნა, რაჟამს მოგჳტევნა იგი ნათლისღებითა. ხოლო რაჲთა არავის ეშინოდის კუალად მოჴსენებად ერთგზის მოტევებულთა მათ, ამისთჳს იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, აღჴოცა ჩუენ-ზედაჲ იგი ჴელითწერილი ბრძანებათა მიერ, რომელი იყო წინააღმდგომ ჩუენდა, იგი აღიღო შორის და შეჰმშჭუალა ჯუარსა. ჴელითწერილად იტყჳს გინათუ მას, რომელი-იგი თჳსით ნებსით ჴმა-ყვეს კაცთა მოსეს მიმართ, ვითარმედ ყოველივე, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვქმნეთ და ვისმინოთ მისი; ანუ თუ მას, რომელ თანამდებ არს ყოველი კაცი სმენად ყოველსავე ბრძანებასა ღმრთისა, დამბადებელისა თჳსისასა; გინათუ მას, რომელი-იგი უბრძანა ღმერთმან ადამს, ვითარმედ: "რომელსა დღესა შჭამოთ ხისა მისგანი, სიკუდილით მოსწყდეთ" () ესე სიტყუაჲ, ვითარცა ჴელითწერილი, მიეტაცა ეშმაკსა, რამეთუ გარდასლვაჲ იგი მცნებისაჲ, ვითარცა ჴელის-წერა რამე იქმნა ჩუენდა, რომელი-იგი დაჰჴსნა უფალმან განჴორციელებითა თჳსითა, რამეთუ ცოდვანი ჩუენნი თჳსად განიკუთნნა, მან, რომელმან ცოდვაჲ არა ქმნა, და თავისა მიერ თჳსისა გარდაიჴადა პატიჟი, თანამდები ჩუენი, და ჩუენ განმათავისუფლნა პირისაგან წინააღმდგომისა, რომელსა-იგი მარადის წინა-აღსადგომელად ჩუენდა აქუნდის ჴელითწერილად ჩუენ ზედა შექმნული იგი ბრალი ურჩებისაჲ, რომელი-იგი ბრძანებათა მიერ საღმრთოთა შჯულთაჲსა აღჴოცა, რამეთუ პირველად განვისწავლებით ჯმნად ეშმაკთაგან და საქმეთა მისთა, და აღვსთქუამთ შედგომასა ქრისტესსა, მორჩილებითა მცნებათა მისთაჲთა, და ესრეთ, მისა მიმართ სარწმუნოებითა შთავალთ წყალსა ემბაზისასა, რომელსა შინა, რაჟამს ნათელ-ვიღოთ, სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, მყის სარწმუნოებაჲ ოდენ კმა არს ჩუენდა, და თჳთ წყალი იგი ნათლისღებისაჲ აღგჳჴოცს ყოველსავე ჴელითწერილსა ცოდვათასა, ჩუენ ზედა დაწერილსა ეშმაკისა მიერ, რომელსა-იგი ყოველივე მცნებისა გარდასდვაჲ ჴელითწერილად ჴელთა უპყრიეს. ესე უკუე ჴელითწერილი ჩუენისა თანამდებობისაჲ მოსტაცა რაჲ მტერსა, არღარა ჩუენ მოგუცა, არცა თჳთ დაჰმარხა კუალად მოჴსენებად იგი, არამედ მხიარულებით განხეთქა სახიერმან უფალმან, რაჟამს თჳთ იტანჯა ჩუენ წილ ჯუარსა ზედა, და ესრეთ, გარდაიჴადა რაჲ თანანადები ჩუენი, სრულიად უჩინო ყო კუალი თანამდებობისა ჩუენისაჲ, რამეთუ უკუეთუმცა მოეტევა ოდენ ვალი იგი, საშიშ იყო ოდესმე ძიებაჲ მისი, დამარხვითა მისვე ჴელითწერილისაჲთა, და უკუეთუმცა აღეჴოცა ოდენ, ნუუკუე და-მცა-რაჲმე-შთა კუალი ბოროტთა მათ წერილთაჲ. ამისთჳს ყოვლად აღიღო იგი შორის მოსპოლვითა სრულიადითა, და განხეთქითა, რომელსა მოასწავებს შემშჭუალვაჲ მისი ჯუარსა.
მოციქულისაჲ: განიძუარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა (2,15).
თარგმანი: მთავრობად და ჴელმწიფებად აწინდელსა ამას ადგილსა საეშმაკოთა მათ უწოდს ძალთა ბელიარისთა, რომელნი-იგი შეემოსნეს ბუნებასა კაცობრივსა, რამეთუ რომელიცა საქმეთა საეშმაკოთა მოქმედებდეს, მას ნებსით შეუმოსია6 თავისა თჳსისადა მთავრობანი და ჴელმწიფებანი მათნი; ამისთჳს კაცთა ბუნებასა, მიერ გარდასლვითგან ადამისით ყოველნი იგი ბრალთა განმრავლებანი, ვითარცა მარწუხნი, შეემოსნეს, და მიერ შეპყრობილ იყო მუშაკთაგან. ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ვიდრე ჯუარად აღსლვადმდე შეიტყუვა ყოვლადბოროტი იგი, რამეთუ ჴორცნი ცოდვისანი ემოსნეს მას, რომელმან-იგი არასადა ქმნა ცოდვაჲ, და ამით შეცთომილ იყო მტერი, რამეთუ ენება მისიცა ჴელთ-გდებაჲ, ვითარცა კაცისაჲ, ჴორცთა მათთჳს, და მის მიერ, რომელნი აქუნდეს, იგინიცა წარწყმიდნა, რამეთუ სასწაულთა რაჲ ხედვიდის, ძრწოდის მისგან, და კუალად უძლურებისათჳს და მოშიშებისა ჴორცთა მისთაჲსა შეჰკადრის მას ჴელთ-გდებად, ვითარცა ლიტონსა კაცსა, ვინაჲცა პირველ ვნებისა გამოცდით და იჭჳთ ჰრქჳს, ვითარმედ: "გიცი შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ" (), და "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, ქმენ და თქჳ ესე და ესე რაიმე", და ჟამსა ვნებისასა ეტყოდა პირითა ჰურიათაჲთა: "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით" (), რამეთუ არა ენება, რაჲთა სახილველად ყოვლისა სოფლისა მოკუდეს, და უცილობელობითა სიკუდილისაჲთა ყოველთა შორის განითქუას სასწაული აღდგომისა მისისაჲ, და ვინაჲთგან აღდგომისა დამტკიცებაჲ სხუა ჟამცა ეგებოდა, ხოლო სიკუდილისა უეჭუელობისა დასამტკიცებელ იგი ოდენ ჟამი იყო. ამისთჳს ყოვლით კერძო ცბოდა ჰურიათა მიერ, ვითარმედ: "ნუ დღესასწაულსა ამას" (), ესე იგი არს, რაჲთა არა ყოველთა წინაშე სიკუდილითა ჭეშმარიტითა მათ ყოველთავე ეუწყოს, ვითარმედ ჭეშმარიტებით მოკუდა, და კუალად დიდებით აღდგომითა მძლე ექმნა სიკუდილსა. ხოლო პილატეს მიერ ჰუარიათა ეტყოდა: "მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ" (). ესე იგი არს —თჳსაგან დაფარულად. გარნა ვერ აღისრულა ნებაჲ თჳსი, არამედ დღესასწაულსა მსოფლიოსა, წინაშე ყოველთა თესლთა და შორის ყოვლისა ქუეყანისა ჯუარსა დამოეკიდა განჩინებითა მთავრისაჲთა და ზედა-წერილითა სამთა ენათაჲთა, და ესრეთ, კადნიერებით სიკუდილითა თჳსითა განაქიქნა ყოველნი ძალნი საეშმაკონი, რამეთუ ვითარ არა უზეშთაეს იყო საკჳრველებათა, რაჟამს ჴელით და ფერჴით დამშჭუალულმან მხოლომან დასცნა ბევრეულნი იგი, რომელნი ეკუეთნეს მას, რაჟამს სანადიროჲთა ჴორცთა თჳსთაჲთა განაწონა შთანთქმად მისსა მოსრულსა მას და მოითრია ვეშაპი სამჭედურითა; და ესრეთ მიუხუნა მას, რომელნი ჰქონდეს საუკუნითგან, რაჟამს სიკუდილსა შინა მკლველ იქმნა სიკუდილისა. გარნა შესაძლებელ იყო მეყსა შინა აღდგინებაჲ ჴორცთა მათ საუფლოთაჲ, არამედ რაჲთა არა საოცარ იქმნეს ჴორცთა შესხმაჲ, ამისთჳს ყოველივე სრულ იქმნა მის ზედა წინაშე ყოველთასა — ჯუარცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და დაცვაჲ მჴედართაჲ, რაჲთა მხილველნი ამის ყოვლისანი კმა იყვნენ მოწამედ აღდგომისა მისისა. ამის ყოვლისაჲ, შორის ყოვლისა სოფლისა და წინაშე ყოველთასა ქმნაჲ განქიქება იქმნა ძალთა საეშმაკოთა, რაჟამს რომლისასა-იგი ესვიდეს ჴელთ-გდებად სიკუდილისა მიერ, ესე სიკუდილსა მას შინა თჳსსა მკლველ იქმნა სიკუდილისა და გამომყვანებელ ყოველთა საუკუნითგან წარტყუენილთა მის მიერ.