თარგმანი: ვითარ-იგი დღეთა ზმნაჲ წარმართული, ეგრეთვე საჭმელთა გმობაჲ ჰურიაობრივი არს საცთური, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: "ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ", რომელ-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ჴუმევითა მით. ესე იგი არს, ვითარმედ ნივთად ხრწნილებისა ნაწლევთაჲსა მოცემულ არიანო საჭმელნი, რაჲთა ჭამითა მით მოგუეტყუას ხრწნილებაჲ განსლვისაჲ. ხოლო მოციქული განაქიქებს სიტყუასა მათსა, ვითარცა კაცობრივსა და არა საღმრთოსა, რომელსა რეცა ღონედ დარწმუნებისა მოუპოებიეს ჴელოვნებით შეწყობაჲ სიტყუათაჲ, რომელსა შინა რეცა წესსა სიმდაბლისასა იჩემებენ, ვითარმედ: ჴორცთა დამდაბლებისათჳს კეთილ არს განყენებაჲ ჭამადთაჲ. ხოლო გონებაჲ მათი ესე არს, რაჲთა ვითარცა სავნებელად მოცემულნი შეჰრაცხნენ ღმრთისა მიერ საჴმრად ჩუენდა მოცემულნი ჭამადნი, რომელთა-იგი ჩუენ ვჰყოფთ სავნებელ, რაჟამს უზომოდ ვიჴუმევდეთ მათ. ამისთჳს არა ვითარცა შეგინებულთაგან გჳჴმს განყენებაჲ, რაჲსაცა საჭმლად ბრმანებულთაგანისაჲ რაჲსმე, არამედ წესითა კრძალულებისაჲთა კმა-ყოფაჲ ზომიერისაჲ და განყენებაჲ ნამეტნავისაჲ, ვითარცა კეთილად დაბადებულისაჲ. და მაშინ კეთილად ჴუმეულისაჲ, რაჟამს არა გარეგან ზომისა...
კოლასელთა მიმართ 2:21
20. უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაჲსაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ჰბრძანებთ:21. „ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ, ნუცა შეეხები“,22. რომელი-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ჴუმევითა მით მცნებისა მისებრ და მოძღურებისა კაცთაჲსა?
კოლასელთა მიმართ თავი 2