თარგმანი: ამას ეტყჳს, რაჲთა არცა ერთი რაჲ სასოებაჲ აქუნდეს კაცობრივისა ენამჭევრობისა მიმართ, რამეთუ თჳნიერ ღმრთისა მიერისა გამოცხადებისა ვერ შესაძლებელ არს ცნობაჲ ესევითართა საიდუმლოთაჲ, ვინაჲცა მოციქული მიფარულად-რე ამხილებს, ვითარმედ: მეცნიერ ვარ მათ, რომელნი გაცთუნებენ თქუენ ესევითარითა მით სივერაგითა სოფლიოჲსა სწავლულებისაჲთა, და არარაჲ დამეფარვის მისგანი, შორიელობისათჳს ჴორცთაჲსა, რომელი-ესე არა გარე-შევიწერები სულითა. ხოლო მიფარულად მხილებისა მიზეზ არს, რომელი-იგი მრავალგზის გჳთქუამს, — რაჲთა არა უმეტესად ურცხჳნო ყვნეს იგინი. ამისთჳს აწ მხილებისა სიტყუაჲ სიყუარულისა და ქებისა პირსა ზედა წარმოთქუა.
3. რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი.4. ხოლო ამას ვიტყჳ, რაჲთა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ სიტყჳთა მეტნობისაჲთა;5. რამეთუ დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ; მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისასა.
კოლასელთა მიმართ თავი 2