თარგმანი: აქაცა სიტყჳთა შესხმისაჲთა ასწავებს, ვითარმედ: თქუენ ხართ უფალ წესიერად პყრობისა თავთა თქუენთაჲსა, რაჲთა არცა ერთი რაჲ უწესოებაჲ შემოიღოთ თქუენ შორის მიმორყევითა და არამტკიცედ დგომითა თქუენითა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა. ამისთჳს ნუღარას უახლესსა, არამედ მასვე წესსა ზედა მეცნიერ იყვენით საიდუმლოსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ვითარმედ არა ანგელოზთა მიერ, არამედ მხოლოდშობილისა ძისა თჳსისა მიერ მოგიყვანნა თქუენ მამამან შორიელობისა წილ მახლობელ ყოფად.
კოლასელთა მიმართ 2:6
5. რამეთუ დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ; მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისასა.6. ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესუ უფალი, მას შინა ვიდოდეთ,7. დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა.
კოლასელთა მიმართ თავი 2