ლევიტელთა 10:16
15. მჴარი იგი შესაწირავისაჲ და მკერდი იგი განჩემებისაჲ ნაყოფთა თანა ცმელთასა შეწიროდიან, განჩემებად განჩინებული იგი წინაშე ღმრთისა. და იყოს შენდა და ძეთა შენთა შენ თანა შჯულად საუკუნედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.16. და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე და იგი დამწუარ იყო. და განურისხნა მოსე ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელ დაშთომილ იყუნეს,17. და ჰრქუა მათ: რაჲსა არა შეჰჭამეთ ცოდვისაჲ ესე ადგილსა წმიდასა? რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს ესე, და მოგცა თქუენ ჭამად, რაჲთა მოუსპნეთ ცოდვანი ერისანი და ლხინება-ჰყოფდით მათთჳს წინაშე ღმრთისა.
ლევიტელთა თავი 10