ლევიტელთა 10:17
16. და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე და იგი დამწუარ იყო. და განურისხნა მოსე ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელ დაშთომილ იყუნეს,17. და ჰრქუა მათ: რაჲსა არა შეჰჭამეთ ცოდვისაჲ ესე ადგილსა წმიდასა? რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს ესე, და მოგცა თქუენ ჭამად, რაჲთა მოუსპნეთ ცოდვანი ერისანი და ლხინება-ჰყოფდით მათთჳს წინაშე ღმრთისა.18. რამეთუ არა შევიდა სისხლისა მისისაგანი სიწმიდესა შინა, წინაშე პირისპირ შინაგან ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, ვითარცა-იგი მიბრძანა მე უფალმან.
ლევიტელთა თავი 10