...ი წარმოიშვნენ. მიწის შესახებაც ისევ ასევე: „გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი". ადამიანთან კი ასე არ იყო, არამედ ჯერ სხეული შეიქმნა მტვერისგან, შემდეგ კი მას სიცოცხლის ძალა მიენიჭა, რომელიც სულის არსებას შეადგენს. ამიტომ უტყვთა შესახებაც მოსემ თქვა, რომ „სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს" (). ხოლო ადამიანში არის უსხეულო და უკვდავი არსება, რომელსაც დიდი უპირატესობა აქვს სხეულზე, სწორედ ისეთი, როგორიც შეეფერება უსხეულოს უპირატესობას სხეულთან მიმართებაში. მაგრამ იქნებ ვინმე იტყვის: რატომ, თუ სული სხეულზე უმაღლესია, დაბალი იქმნება ჯერ, ხოლო შემდეგ — უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი? განა ვერ ხედავ, საყვარელო, რომ (სხვა) ქმნილებებთანაც ასევე მოხდა? ცა და მიწა, მზე და მთვარე, და ყოველივე სხვა, ასევე უტყვი ცხოველებიც უკვე შექმნილი იყვნენ, და ყველა მათ შემდეგ — ადამიანი, რომელსაც ყველა ამ ქმნილებაზე ბატონობა უნდა ეწარმოებინა. ამგვარადვე თვით ადამიანის შექმნისასაც ჯერ სხეული ჩნდება, შემდეგ კი უფრო ძვირფასი — სული. როგორც უტყვი ცხოველები, ადამიანის სარგებლობისა და სამსახურისთვის განკუთვნილნი, მანამდე იქმნებიან, რათა მას, ვისაც მათი გამოყენება უნდოდა, უკვე მზა სამსახური ჰქონოდა, ისე სხეულიც სულზე ადრე შეიქმნა, რათა, როცა ღვთის გ...
ლევიტელთა 17:11
10. და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, გინათუ მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ჭამოს ყოველივე სისხლი, დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, რომელმან ჭამოს სისხლი და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა.11. რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს და იგი მიგცე თქვენ საკურთხეველსა ზედა სალხინებელად სულთა თქუენთათჳს, რამეთუ სისხლი მისი არს სალხინებელად სულთა თქუენთა წილ.12. ამისთჳს ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: ყოველმან კაცმან თქუენგანმან არა ჭამოს სისხლი და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, არა ჭამოს სისხლი.
ლევიტელთა თავი 17