მეორე ეზრასი 12:43
42. და შეწირეს მას დღესა შინა საკუერთხები დიდ-დიდები და განმხიარულდეს ფრიად, რამეთუ ღმერთმან მხიარულ-ყუნა იგინი, სიხარულითა დიდითა, და ცოლები მათი, და ძენი მათნი და ასულნი მხიარულ-იყუნეს, და განისმა სიხარული იგი მათი იერუსალჱმისა შორიელთა ადგილთა.43. და დაადგინნეს მას დღესა შინა კაცნი ზედა ფასსა მას საფასისასა და პირველთა მათ ათეულთა. და რომელი-იგი ერთვე შეკრბებოდა მუნ მთავართა მათგან ქალაქისათა. ვითარცა ბრძანებულ იყო სჯულსა მეორესა მღდელთა მათ და [!] ლევიტელთა, რამეთუ სიხარული დიდი იყო შორის იუდასა და შორის მღდელთა მათ და ლევიტელთა44. და ეკრძალნეს სიწმიდეთა მათ ღმრთისათა და დაიმარხეს სიწმიდე იგი, რომელ-იგი იყუნეს შემასხმელნი ფსალმუნთანი, და მეკარენი იგი, ვითარცა განაწესეს დავით და ძემან მისმან სოლომონ.
მეორე ეზრასი თავი 12