მეორე ეზრასი 12:44
43. და დაადგინნეს მას დღესა შინა კაცნი ზედა ფასსა მას საფასისასა და პირველთა მათ ათეულთა. და რომელი-იგი ერთვე შეკრბებოდა მუნ მთავართა მათგან ქალაქისათა. ვითარცა ბრძანებულ იყო სჯულსა მეორესა მღდელთა მათ და [!] ლევიტელთა, რამეთუ სიხარული დიდი იყო შორის იუდასა და შორის მღდელთა მათ და ლევიტელთა44. და ეკრძალნეს სიწმიდეთა მათ ღმრთისათა და დაიმარხეს სიწმიდე იგი, რომელ-იგი იყუნეს შემასხმელნი ფსალმუნთანი, და მეკარენი იგი, ვითარცა განაწესეს დავით და ძემან მისმან სოლომონ.45. რამეთუ დღეთა დავითისთა ასაფ იყო წინამძღურად და მთავრად შესხმასა მას გალობისასა, რომელნი-იგი ნოაგითა შეასხმიდეს და ადიდებდეს ღმერთსა.
მეორე ეზრასი თავი 12