მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე მეფეთა 1:26

25. ვითარ დაეცნეს ძლიერნი იგი ბრძოლასა! იონათან, სასიკუდინედ ჩემდა იწყალ!26. მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი, რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ უფროს დედათა!27. ვითარმე დაეცნეს ძლიერნი ბრძოლასა, ანუ ვითარ წარწყმდა საჭურველი იგი გულისსათქმელი?
მეორე მეფეთა თავი 1
26. მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი, რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ უფროს დედათა!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღმრთისა და მოყვასის სიყვარულის გაცივება:

...ა იგი იონათან, ძემან მეფისამან, სიყუარულითა დიდითა, ვითარცა თავი თჳსი“** (); ისე, რომ მის დატირებაშიც ამბობდა: „მტკივის შენთჳს, იონათან, ძმაო, ქმუნლკეთილობა იგი შენი, რამეთუ საყუარელ იყავ ჩემდა. და რომელი უმჯობეს იყავ სიყუარულისა და ქმნულკეთილ უფროს დედათა!“ (). „იონათან, სასიკუდინედ ჩემდა იწყალ!“ ().

მაშ რა? ნუთუ მას შეშურდა მისი? არასგზით, თუმცა შეშურების მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. როგორ? საქმეებიდან ხედავდა, რომ მეფობა დავითისკენ მოდიოდა, და მაინც არაფერი მსგავსი არ განუცდია; არ უთქვამს: „ეს არის ის, ვინც მამეულ მეფობას წამართმევსო", არამედ მას ხელისუფლებასაც უმზადებდა და მეგობრის გამო მამასაც არ ინდობდა. მაგრამ ნურავინ ჩათვლის მას მამისმგვემლად; რადგან მამას უსამართლოდ არ ექცეოდა, არამედ მის მზაკვრობებსა და უსამართლობებს აკავებდა. ...

სრულად ნახვა