მეორე მეფეთა 10:17
16. და მიავლინა ადრაზარ და შეკრიბნა ასურასტანელნი იგი, რომელ იყო წიაღ მდინარესა ქალამას, და მოვიდეს და მოიწინეს ელამს და სუბად, ერისთავი იგი ადაზარისი, წინამძღურად მათდა.17. და ვითარცა ესმა დავითს, უბრძანა შეკრებაჲ ყოვლისა ერისა ისრაჱლისა. და წიაღჴდეს იორდანეს მდინარესა და მოვიდეს ქალამად და განეწყო ასური იგი წინაშე პირსა დავითისასა და ბრძოლა-უყვეს.18. და მეოტ იქმნა ასურასტანელი იგი პირისაგან ისრაჱლისა. და მოსწყჳდა დავით ერისა მისგან ასურთაჲსა შჳდასი მჴედარი ერი სპარაზენი და ორმოცი ათასი მკჳრცხლი ფაროსანი და მოკლა ერისთავი სობაკ.
მეორე მეფეთა თავი 10