მეორე მეფეთა 10:18
17. და ვითარცა ესმა დავითს, უბრძანა შეკრებაჲ ყოვლისა ერისა ისრაჱლისა. და წიაღჴდეს იორდანეს მდინარესა და მოვიდეს ქალამად და განეწყო ასური იგი წინაშე პირსა დავითისასა და ბრძოლა-უყვეს.18. და მეოტ იქმნა ასურასტანელი იგი პირისაგან ისრაჱლისა. და მოსწყჳდა დავით ერისა მისგან ასურთაჲსა შჳდასი მჴედარი ერი სპარაზენი და ორმოცი ათასი მკჳრცხლი ფაროსანი და მოკლა ერისთავი სობაკ.19. და იხილეს რა ყოველთა მათ მეფეთა, რომელნი-იგი ძალად მოსრულ იყუნეს ადრაზარისსა, რამეთუ ძლევასა მიეცნეს წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, აღთქმა აღუთქუეს და მონად დაემორჩილნეს ძეთა ისრაჱლისათა, და შეიშინეს ასურთა მათ და არღარა მოვიდეს ძალად ძეთა მათ ამონისთა.
მეორე მეფეთა თავი 10