მეორე მეფეთა 21:16
15. ამისა შემდგომად იწყო წყობა უცხოთესლთა მათ ისრაიტელთა მიმართ. და მოვიდა დავით ერითურთ უცხოთესლთა მათ და დაჴსნდა დავით ღუაწლსა მას ბრძოლისასა.16. და აბესა იესბესი იყო ნათესავი გმირთა და სასწორი ჰოროლისპირისა მისისა იყო სამასი სიკილა სპილენძი და ჴმალი ერტყა წელთა მისთა და ეგულებოდა განგურემა დავითისი.17. და მუნთქუეს შემოვარდა შუა აბესა, ძე შარუელისი, სცა და მოკლა უცხოთესლი იგი და იჴსნა დავით მისგან და აღთქმა-ყვეს ერმან მან და დაწყევეს, რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა.
მეორე მეფეთა თავი 21