...ისმინეთ, რას ეუბნება დავითს მთელი ხალხი (ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ თავს დავითს ვადარებდე, ასე არ გადავრეულვარ; არამედ მსურს ვაჩვენო ხალხის გულითადი სიყვარული წინამძღვრის მიმართ): „რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა." (). ხედავ, რაოდენი მოფრთხილებით ეპყრობოდნენ მოხუცს? ფრიად მჭირდება თქვენი ლოცვები; ნურავინ, როგორც ვთქვი, გადამეტებული თავმდაბლობით წამართმევს ამ თანადგომასა და დახმარებას. თუ ჩვენი საქმე კეთილად წარემართება, თქვენიც უფრო ბრწყინვალე იქნება; თუ ჩვენთან მოძღვრების ნაკადი უხვად მოვა, სიმდიდრე თქვენამდე გადავა. ისმინე წინასწარმეტყველის სიტყვა: „ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა," (). ხედავ პავლეს, რომელიც განუწყვეტლივ ეძიებს ამ ლოცვებს? გესმის, რომ პეტრე ასე გამოიხსნა საპყრობილიდან, რადგან მისთვის გულმოდგინე ლოცვა აღევლინებოდა?...
მეორე მეფეთა 21:17
16. და აბესა იესბესი იყო ნათესავი გმირთა და სასწორი ჰოროლისპირისა მისისა იყო სამასი სიკილა სპილენძი და ჴმალი ერტყა წელთა მისთა და ეგულებოდა განგურემა დავითისი.17. და მუნთქუეს შემოვარდა შუა აბესა, ძე შარუელისი, სცა და მოკლა უცხოთესლი იგი და იჴსნა დავით მისგან და აღთქმა-ყვეს ერმან მან და დაწყევეს, რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა.18. და იყო, ამისა შემდგომად წყობა იყო უცხოთესლთა მიმართ გეთს, მაშინ მოსწყჳდნა სობოქა ოსათისა საფ არაფისა, ნათესავმან გმირთამან უცხოთესლნი იგი.
მეორე მეფეთა თავი 21