მეორე მეფეთა 24:17
16. და მივიდა ანგელოზი იგი სიკუდილისა მოსრვად იერუსალჱმად. და დააცხრო უფალმან რისხვა იგი მისი მათ ზედა და ლხინება-ყო უფალმან გუამსა მათსა ზედა და ჰრქუა ანგელოზსა მას, რომელი მუსრავდა ერსა მას: კმა არს! აწ დააყენე ჴელი შენი და ნუღარა მუსრავ! და ანგელოზი იგი დგა კიდესა კალოსა მის ორნია იებუსელისასა.17. სიტყუად იწყო დავით უფლისა, რაჟამს იხილა ანგელოზი იგი, რამეთუ მოსრვიდა ერსა მას ისრაჱლისასა და თქუა დავით: აქა ვარ, უფალო, მწყემსი ესე, რომელმან შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვქმენ, ხოლო ამათ საცხოვართა არარა ცოდეს. იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა და სახელსა ზედა მამისა ჩემისასა!18. და მოვიდა გად წინაწარმეტყუელი დავითისა და ჰრქუა: მივედ შენ ადრე და აღაშენე საკურთხეველი კალოსა მას ზედა ორნია იებოსელისასა!
მეორე მეფეთა თავი 24